Belive

მხითარიანი ბაქოში არ ითამაშებს

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ლონდონის "არსენალის" ნახევარმცველი, ჰენრიხ მხითარიანი ევროპა ლიგის ფინალში არ ითამაშებს. ინფორმაცია ცნობილმა გამოცემა The Times გაავრცელა. გამოცემის ცნობით, "მეთოფეები" უსაფრთხოების მიზნით სომეხ ფეხბურთელს ლონდონში დატოვებენ. ევროპა ლიგის ფინალი ბაქოში 29 მაისს "არსენალსა" და "ჩელსის" შორის გაიმართება. კლუბში მიაჩნიათ, რომ სომეხი ფეხბურთლის აზერბაიჯანში ყოფნა ზედმეტ ხმაურს გამოიწვევს და ამან შესაძლოა გუნდზე უარყოფითად იმოქმედოს. მიუხედავად ლონდონური კლუბის გადაწყვეტილებისა, აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გამოაქვეყნა განცხადება, რომელშიც ეწერა, რომ ქვეყნებს შორის არსებული დაძაბული სიტუაციის მიუხედავად, მხითარიანს უსაფრთხოების გარანტია ექნებოდა. მიმდინარე სეზონში მხითარიანმა "არსენალის" მაისურით 39 მატჩი ჩაატარა და 6 ბურთი გაიტანა. ამას კიდევ 7 საგოლე გადაცემა დაუმატა.

სხვა სტატიები