Belive

მხოლოდ betlive.com-ზე – მოიგე ჯეკპოტი სპორტში!

4 წლის წინ ფეხბურთი
6 წთ
მხოლოდ Betlive.com-ზე – ჯეკპოტები სპორტში! დადე ბილეთი და მოიგე 25 000; 50 000; 75 000 ან 100 000 ლარი! აქციაში ჩართვა მარტივია: საკმარისია დადოთ მინიმუმ 1 ბილეთი სპორტში ნებისმიერ მოვლენაზე, შეავსოთ ქვიზი და გამოიცნოთ 3 მატჩის პირველი გოლის ავტორი! რა უნდა ვიცოდე აქციის შესახებ?
  • ქვიზის შევსება შეუძლიათ ID და SMS ვერიფიცირებულ მომხმარებლებს.
  • ქვიზის შევსება შესაძლებელია მხოლოდ ტურში ერთხელ.
  • ქვიზის შენახვის შემდეგ პასუხების შეცვლა არ შეიძლება.
  • თუ თამაში დაიწყო საიტზე მითითებულ დროზე ადრე, დაწყებულ თამაშზე გაცემული პასუხების ანულირდება.
  • თუ თამაში დაიწყო საიტზე მითითებულ დროზე გვიან, ქვიზის პასუხები თამაშის ჩატარებამდე მაინც აქტიური დარჩება.
  • ჯეკპოტის სასტარტო თანხა არის 25 000₾.
  • ყოველ ტურში ჯეკპოტი გაიზრდება 25 000 ლარით (მაქს. 100 000₾), მანამ, სანამ არ გამოვლინდება გამარჯვებული.
  • ჯეკპოტის საპრიზო ფონდის პარალელურად ყოველ ტურში დამატებით გათამაშდება 25,000₾ Freebet Jackpot.
  • ფრიბეთ ჯეკპოტის თანხა თანაბრად განაწილდება ყველა იმ მომხმარებელზე, რომლებიც ქვიზის 3 შესაძლო ვარიანტიდან სწორად დააფიქსირებენ 2 პასუხს.
  • ფრიბეთ ჯეკპოტის ფონდიდან თითოეულ მომხმარებელს შეუძლია მაქსიმუმ 500₾ ფრიბეთის მიღება.
  • საკუთარ კარში გატანილი გოლი ჩაითვლება ავტოგოლად და არა გოლის ავტორის ანგარიშზე.
  • თუ ქვიზს ერთდროულად რამდენიმე მომხმარებელი გამოიცნობს, მიმდინარე ჯეკპოტის საპრიზო თანხა თანაბრად გაიყოფა გამარჯვებულებზე და მომდევნო ტურის ჯეკპოტი კვლავ 25 000₾ გახდება.
  • აქცია ძალაშია 2019/2020 სეზონის დასრულებამდე.
რომელი ბილეთები მონაწილეობს აქციაში?
  • მინ. გადაბმა ბილეთში 3
  • მინ. კოეფიციენტი პოზიციაზე 1.30
  • მინ. ფსონი 5₾
  • სინგლის და სისტემის ტიპის ბილეთები აქციაში არ მონაწილეობს
  • ფრიბეთით განთავსებული ბილეთები აქციაში არ მონაწილეობს
  • ბილეთში შესაძლებელია ნებისმიერი რაოდენობის პოზიციის არჩევა – მთავარი მინიმუმ 3 მათგანს ჰქონდეს მინ. კოეფიციენტი 1.3. დანარჩენი პოზიციების კოეფიციენტები შეზღუდული არ არის.
ამ კვირაში გამოსაცნობი მატჩებია: "ატლეტიკო" Vs. "სევილია" "ჩელსი" Vs. "ევერტონი" "მანჩესტერ იუნაიტედი" Vs. "მანჩესტერ სიტი"

"ატლეტიკო" Vs. "სევილია"

ლა ლიგის 27-ე ტურის შეხვედრაში "ატლეტიკო" "სევილიას" უმასპინძლებს. მადრიდში, "ვანდა მეტროპოლიტანოზე" გასამართი მატჩი უდიდეს ინტერესს იწვევს. ჩემპიონთა ლიგაზე გამსვლელ ოთხეულთან "ატლეტიკოს" მხოლოდ 1 ქულა აშორებს და "სევილიას" დამარცხების შემთხვევაში, დიეგო სიმეონეს გაწვრთნილი გუნდი მნიშვნელოვან 3 ქულას მოიპოვებს. "ვანდა მეტროპოლიტანოზე" გასამართ შეხვედრაში, "ატლეტიკოს" ჰექტორ ჰერერა და ტომას ლემარი ვერ დაეხმარებიან. შემადგენლობის მხრივ "სევილიას" დანაკლისი არ აქვს.
  • ლა ლიგის ეგიდით, მადრიდში გამართული უკანასკნელი 5 დაპირისპირებიდან, 3 "ატლეტიკოს" გამარჯვებით დასრულდა, 2 მატჩში საყაიმო ანგარიში დაფიქსირდა.
  • ლა ლიგის ეგიდით, მადრიდში გამართულ უკანასკნელ 5 შეხვედრაში 12 გოლი გავიდა.
  • ლა ლიგის ეგიდით, მადრიდში გამართული უკანასკნელი 5 მატჩიდან, 4 დაპირისპირებაში პირველი გოლი "ატლეტიკომ" გაიტანა, 1 მატჩში უგოლო ფრე დაფიქსირდა.

"ჩელსი" Vs. "ევერტონი"

პრემიერ ლიგის 29-ე ტურის შეხვედრაში "ჩელსი" "ევერტონს" დაუპირისპირდება. "სტემფორდ ბრიჯზე" გასამართ მატჩში ფავორიტის სტატუსით მასპინძლები სარგებლობენ. ინგლისის ასოციაციის თასზე "ლივერპულის" დამარცხების შემდეგ, "ჩელსი" მეორე მერსისაიდული გუნდის დამარცხებას პრემიერ ლიგაში შეეცდება. "ევერტონთან" გასამართ მატჩს მასპინძლები დანაკლისით ხვდებიან. აბრაჰამი, კანტე და პულიშიჩი კვლავ ვერ შეძლებენ "ჩელსის" დახმარებას.
  • პრემიერ ლიგის ეგიდით, "სტემფორდ ბრიჯზე" გამართული უკანასკნელი 5 დაპირისპირებიდან, 3 "ჩელსის" გამარჯვებით დასრულდა, 2 მატჩში გუნდებმა ქულები გაიყვეს.
  • პრემიერ ლიგის ეგიდით, "სტემფორდ ბრიჯზე" გამართულ უკანასკნელ 5 შეხვედრაში 14 გოლი გავიდა.
  • პრემიერ ლიგის ეგიდით, "სტემფორდ ბრიჯზე" გამართული უკანასკნელი 5 მატჩიდან, 3 შეხვედრაში "ჩელსიმ" გაიტანა პირველი გოლი. 1 მატჩში სტუმრებმა გახსნეს ანგარიში, ხოლო 1 დაპირისპირებაში უგოლო ფრე დაფიქსირდა.

"მანჩესტერ იუნაიტედი" Vs. "მანჩესტერ სიტი"

პრემიერ ლიგის 29-ე ტურის ცენტრალურ შეხვედრაში "მანჩესტერ იუნაიტედი" "მანჩესტერ სიტის" დაუპირისპირდება. მანჩესტერული დერბი ყოველთვის უდიდესი ინტრიგითაა განმსჭვალული და სანახაობრიობით გამოირჩევა. მანჩესტერულ დერბიში მონაწილეობას პოგბა, რაშფორდი და ლაპორტე ვერ მიიღებენ. ჩემპიონთა ლიგაზე გამსვლელ ოთხეულთან "მანჩესტერ იუნაიტედს" მხოლოდ 3 ქულა აშორებს. ""მანჩესტერ სიტის" საჩემპიონო ამბიციებს კი შეიძლება ითქვას, რომ წერტილი დაესვა.
  • პრემიერ ლიგის ეგიდით, "ოლდ ტრაფორდზე" გამართული უკანასკნელი 5 დაპირისპირებიდან, 1 მასპინძელთა გამარჯვებით დასრულდა. 1 მატჩში გუნდებმა ქულები გაიყვეს, ხოლო 3 შეხვედრაში "მანჩესტერ სიტიმ" გაიმარჯვა.
  • პრემიერ ლიგის ეგიდით, "ოლდ ტრაფორდზე" გამართულ უკანასკნელ 5 შეხვედრაში 14 გოლი გავიდა.
  • პრემიერ ლიგის ეგიდით, "ოლდ ტრაფორდზე" გამართული უკანასკნელი 5 მატჩიდან, 4 შეხვედრაში "მანჩესტერ სიტიმ" შეძლო პირველი გოლის გატანა. 1 დაპირისპირებაში უგოლო ფრე დაფიქსირდა.

სხვა სტატიები