Belive

მხოლოდ betlive.com-ზე – მოიგე ჯეკპოტი სპორტში!

4 წლის წინ ფეხბურთი
6 წთ
მხოლოდ Betlive.com-ზე – ჯეკპოტები სპორტში! დადე ბილეთი და მოიგე 25 000; 50 000; 75 000 ან 100 000 ლარი! აქციაში ჩართვა მარტივია: საკმარისია დადოთ მინიმუმ 1 ბილეთი სპორტში ნებისმიერ მოვლენაზე, შეავსოთ ქვიზი და გამოიცნოთ 3 მატჩის პირველი გოლის ავტორი! რა უნდა ვიცოდე აქციის შესახებ?
  • ქვიზის შევსება შეუძლიათ ID და SMS ვერიფიცირებულ მომხმარებლებს.
  • ქვიზის შევსება შესაძლებელია მხოლოდ ტურში ერთხელ.
  • ქვიზის შენახვის შემდეგ პასუხების შეცვლა არ შეიძლება.
  • თუ თამაში დაიწყო საიტზე მითითებულ დროზე ადრე, დაწყებულ თამაშზე გაცემული პასუხების ანულირდება.
  • თუ თამაში დაიწყო საიტზე მითითებულ დროზე გვიან, ქვიზის პასუხები თამაშის ჩატარებამდე მაინც აქტიური დარჩება.
  • ჯეკპოტის სასტარტო თანხა არის 25 000₾.
  • ყოველ ტურში ჯეკპოტი გაიზრდება 25 000 ლარით (მაქს. 100 000₾), მანამ, სანამ არ გამოვლინდება გამარჯვებული.
  • ჯეკპოტის საპრიზო ფონდის პარალელურად ყოველ ტურში დამატებით გათამაშდება 25,000₾ Freebet Jackpot.
  • ფრიბეთ ჯეკპოტის თანხა თანაბრად განაწილდება ყველა იმ მომხმარებელზე, რომლებიც ქვიზის 3 შესაძლო ვარიანტიდან სწორად დააფიქსირებენ 2 პასუხს.
  • ფრიბეთ ჯეკპოტის ფონდიდან თითოეულ მომხმარებელს შეუძლია მაქსიმუმ 500₾ ფრიბეთის მიღება.
  • საკუთარ კარში გატანილი გოლი ჩაითვლება ავტოგოლად და არა გოლის ავტორის ანგარიშზე.
  • თუ ქვიზს ერთდროულად რამდენიმე მომხმარებელი გამოიცნობს, მიმდინარე ჯეკპოტის საპრიზო თანხა თანაბრად გაიყოფა გამარჯვებულებზე და მომდევნო ტურის ჯეკპოტი კვლავ 25 000₾ გახდება.
  • აქცია ძალაშია 2019/2020 სეზონის დასრულებამდე.
რომელი ბილეთები მონაწილეობს აქციაში?
  • მინ. გადაბმა ბილეთში 3
  • მინ. კოეფიციენტი პოზიციაზე 1.30
  • მინ. ფსონი 5₾
  • სინგლის და სისტემის ტიპის ბილეთები აქციაში არ მონაწილეობს
  • ფრიბეთით განთავსებული ბილეთები აქციაში არ მონაწილეობს
  • ბილეთში შესაძლებელია ნებისმიერი რაოდენობის პოზიციის არჩევა – მთავარი მინიმუმ 3 მათგანს ჰქონდეს მინ. კოეფიციენტი 1.3. დანარჩენი პოზიციების კოეფიციენტები შეზღუდული არ არის.
ამ კვირაში გამოსაცნობი მატჩებია: "მილანი" Vs. "ინტერი" "ჩელსი" Vs. "ლივერპული" "სევილია" Vs. "რეალი"

"მილანი" Vs. "ინტერი"

სერია ა-ს მე-4 ტურის ცენტრალურ შეხვედრაში "მილანი" "ინტერს" დაუპირისპირდება. "დერბი დელა მადონინა" ყოველთვის განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს - 21 სექტემბერს გასამართ მატჩს განსაკუთრებულ ინტრიგას ის ფაქტიც სძენს, რომ "ინტერი" უდანაკარგოთ ასპარეზობს და განვლილ სამ ტურში 9 ქულის დაგროვება შეძლო. "ინტერისგან" განსხვავებით "მილანმა" სეზონი მძიმედ დაიწყო. მიუხედავად იმისა, რომ "როსონერიმ" განვლილ 3 ტურში 2 გამარჯვება მოიპოვა და 6 ქულა დააგროვა, "მილანის" ფეხბურთელებმა მხოლოდ 2 გოლის გატანა შეძლეს. დაპირისპირებას მილანური გრანდები ოპტიმალური შემადგენლობით, პრაქტიკულად უდანაკარგოდ ხვდებიან.
  • სერია ა-ს ეგიდით, ორ გუნდს შორის გამართულ უკანასკნელ 5 დაპირისპირებაში 15 გოლი გავიდა.
  • სერია ა-ს ეგიდით, ორ გუნდს შორის გამართული უკანასკნელი 5 დაპირისპირებიდან "მილანმა" 1 გამარჯვება მოიპოვა, 1 მატჩი ფრედ დასრულდა, ხოლო 3 შეხვედრაში გამარჯვება "ინტერმა" მოიპოვა.
  • სერია ა-ს ეგიდით, ორ გუნდს შორის გამართული უკანასკნელი 5 დაპირისპირებიდან 4 შეხვედრაში "ინტერმა" შეძლო პირველი გოლის გატანა, 1 მატჩში კი უგოლო ფრე დაფიქსირდა.

"ჩელსი" Vs. "ლივერპული"

პრემიერ ლიგის მე-6 ტურის შეხვედრაში "ჩელსი" "ლივერპულს" უმასპინძლებს. "სტემფორდ ბრიჯზე" გასამართ შეხვედრაში ფავორიტის სტატუსით "ლივერპული" სარგებლობს, რომელმაც განვლილ 5 ტურში ქულათა მაქსიმალური რაოდენობის დაგროვება შეძლო და სატურნირო ცხრილს დამაჯერებლად ლიდერობს. მერსისაიდული გრანდისგან განსხვავებით, "ჩელსი" არც ისე სახარბიელო სიტუაციაში იმყოფება - განვლილ 5 ტურში "არისტოკრატებმა" მხოლოდ 2 გამარჯვება მოიპოვეს, 2 შეხვედრა ფრედ დაასრულეს და 1 მატჩში დამარცხდნენ. 22 სექტემბერს გასამართ მატჩს ორივე გუნდი დანაკლისით ხვდება. "ლივერპულს" კვლავ ვერ დაეხმარება ალისონი, ასევე ტრავმირებულთა შორის არიან ნათანიელ კლაინი და დივოკ ორიგი - საეჭვოა ნაბი კეიტას მოედანზე ხილვაც. მასპინძელთა რიგებში ემერსონი და რუდიგერი ვერ შეძლებენ ასპარეზობას.
  • პრემიერ ლიგის ეგიდით, "სტემფორდ ბრიჯზე" გამართულ უკანასკნელ 5 შეხვედრაში 12 გოლი გავიდა.
  • პრემიერ ლიგის ეგიდით, "სტემფორდ ბრიჯზე" გამართული უკანასკნელი 5 შეხვედრიდან 1 "ჩელსის" გამარჯვებით დასრულდა, 2 შეხვედრაში საყაიმო ანგარიში დაფიქსირდა, ხოლო 2 მატჩში "ლივერპულმა" გაიმარჯვა.
  • პრემიერ ლიგის ეგიდით, "სტემფორდ ბრიჯზე" გამართული უკანასკნელი 5 დაპირისპირებიდან 4 შეხვედრაში "ჩელსის" ფეხბურთელებმა შეძლეს პირველი გოლის გატანა, 1 მატჩში კი "ლივერპულმა" გახსნა ანგარიში.

"სევილია" Vs. "რეალი"

ლა ლიგის მე-6 ტურის შეხვედრაში "სევილია" "რეალს" დაუპირისპირდება. 22 სექტემბერს გასამართი მატჩი უდიდეს ინტერესს იწვევს. განვლილი 4 ტურის შემდეგ, 3 მოგებითა და 1 ფრით, სატურნირო ცხრილს "სევილია" უდგას სათავეში. "რეალი" (2 მოგება, 2 ფრე) მესამე პოზიციას იკავებს. "სევილიას" წინააღმდეგ "რეალი" მარკო ასენსიოსა და ლუკა მოდრიჩის გარეშე იასპარეზებს. საეჭვოა სერხიო რამოსის, მარსელოსა და ისკოს მოედანზე ხილვაც. "სევილიას" შესაძლოა ნოლიტო დააკლდეს.
  • ლა ლიგის ეგიდით, "რამონ სანჩეს პიხუანზე" გამართულ უკანასკნელ 5 შეხვედრაში 21 გოლი გავიდა.
  • ლა ლიგის ეგიდით, "რამონ სანჩეს პიხუანზე" გამართული უკანასკნელი 5 დაპირისპირებიდან 4 "სევილიას" გამარჯვებით დასრულდა, 1 შეხვედრაში კი გამარჯვება "რეალმა" იზეიმა.
  • ლა ლიგის ეგიდით, "რამონ სანჩეს პიხუანზე" გამართული უკანასკნელი 5 დაპირისპირებიდან, 2 შეხვედრაში "სევილიამ" შეძლო ანგარიშის გახსნა, 3 მატჩში კი პირველი გოლი "რეალის" ფეხბურთელებმა გაიტანეს.

სხვა სტატიები