მხოლოდ betlive.com-ზე – მოიგე ჯეკპოტი სპორტში!

მხოლოდ Betlive.com-ზეჯეკპოტები სპორტში! დადე ბილეთი და მოიგე 25 000; 50 000; 75 000 ან 100 000 ლარი!

აქციაში ჩართვა მარტივია: საკმარისია დადოთ მინიმუმ 1 ბილეთი სპორტში ნებისმიერ მოვლენაზე, შეავსოთ ქვიზი და გამოიცნოთ 3 მატჩის პირველი გოლის ავტორი!

ამ კვირაში გამოსაცნობი მატჩებია:

“ტოტენჰემი”-“ბაიერნი” 

“ბარსელონა”-“ინტერი”

“ვალენსია”-“აიაქსი” 

                                                                          “ტოტენჰემი”-“ბაიერნი”

ტურნირის ვიცე-ჩემპიონმა ახალი გათამაშება ჩემპიონთა ლიგაში დაბრუნებულ ბერძნულ “ოლიმპიაკოსთან” ფრით დაიწყო. პირაუსში გამართული მატჩი – 2:2 დასრულდა. რაც შეეხება “ბაიერნს”, რეკორდმაისტერმაცრვენა ზვეზდასთან” საშინაო კედლებში დამაჯერებლად იმარჯვა – 3:0.

მნიშვნელოვანი შეხვედრისთვის ორივე გუნდს ახალწვეულები და ახალგაზრდა ფეხბურთელები ვერ დაეხმარებიან. მაურისიო პოჩეტინოს ბანაკს ზაფხულში შეძენილი ორი ნიჭიერი ნახევარმცველი ჯოვანი ლო სელსო და რაიან სესენიონი დააკლდება, ხოლო ნიკო კოვაჩი ლეონ გორეცკას გარეშე ითამაშებს. საეჭვოა, რომ გერმანელებმა ლუკას ერნანდესი და ივან პერიშიჩი გამოიყენონ.

ეს გუნდები 21-ე საუკუნეში ერთმანეთს ერთხელ, გასულ ზაფხულში და მაშინაც ამხანაგურად დაუპირისპირდნენ. აუდის თასის ფინალის ძირითადი დრო ფრედ – 2:2 დასრულდა, პენალტების სერიაში კი უკეთესი ინგლისური კლუბი აღმოჩნდა.

  • ტოტენჰემმა” გერმანული კლუბის წინააღმდეგ ჩემპიონთა ლიგაში ბოლო ოთხივე შეხვედრა მოიგო და ყველა მათგანი დორტმუნდის “ბორუსიასთან”.
  • ტოტენჰემმა” “ბაიერნს” 1983/84 წლების სეზონში უეფას თასზე – 2:1 მოუგო, მაშინ ლონდონელებმა ისტორიაში ერთადერთი ევროპული ტურნირი მოიგეს.
  • “ბაიერნს” ჩემპიონთა ლიგაში სტუმრად ჩატარებული ბოლო 9 შეხვედრა არ წაუგია (6 მოგება, 3 ფრე). ამაზე ვრცელი წაუგებელი სერია 10 (მატჩი) გერმანიის ჩემპიონს 2012-14 წლებში ჰქონდა, ამ შუალედში ბავარიელებმა ტურნირის მოგება მოახერხეს (2013 წელს).
  • ტოტენჰემმა” ჩემპიონთა ლიგაში ჯგუფური ეტაპის ბოლო 25 მატჩიდან 23-ში გოლის გატანა მოახერხა, ბოლოს “დეზებმა” 2016 წელს, “ლევერკუზენის ბაიერს” ვერ გაუტანეს (ორივე მატჩში).
  • წინა სეზონში “ტოტენჰემმა” ჩემპიონთა ლიგის სამ მატჩში გოლი არ გაუშვა, ასეთი შედეგი მათ წინა სამ სეზონში ერთად ჰქონდათ.

                                                                        “ბარსელონა”-“ინტერი” 

პირველი ტურის შემდეგ, F ჯგუფის ოთხივე წარმომადგენელს თითო-თითო ქულა აქვს. მომავალმა მეტოქეებმა პირველ ტურში ფრე ითამაშეს – “ბარსელონამ” სტუმრად “ბორუსიას” არ მოაგებინა (0:0), “ინტერმა” კი 3 ქულა პრაღის “სლავიას” არ გაატანა (1:1).

კატალონიურ კლუბს ტრავმები სეზონის დასაწყისიდანვე აწუხებს. ლეო მესის ტრავმიანობამბლაუგრანას” ბევრი მნიშვნელოვანი ქულა დააკარგვინა, არგენტინელის თამაში კვლავაც სათუოა. შესაძლოა ერნესტო ვალვერდეს ჟორდი ალბას გამოყენების შანსი კვლავ არ მიეცეს. “ბარსას” ვერც უსმან დემბელე და სამუელ უმტიტი დაეხმარებიან. საპირისპიროდ, ანტონიო კონტე მატჩს განსაკუთრებული დანაკლისის გარეშე ხვდება. მართალია, სტეფან დე ვრეისა და რომელუ ლუკაკუს მცირე დაზიანება აწუხებთ, თუმცა დიდი ალბათობით “კამპ ნოუზე” სათამაშოდ გასვლას მოახერხებენ.

გუნდები ერთმანეთს წინა სეზონის ჯგუფშიც შეხვდნენ – ესპანეთში მასპინძლებმა (2:0) იმარჯვეს, მილანში კი ფრე დაფიქსირდა (1:1). ურთიერთშეხვედრების ისტორია სულ 8 მატჩს ითვლის, სადაც “ბარსას” უპირატესობა აქვს – 4:1.

  • ინტერთან” საშინაო კედლებში ჩატარებულ ოთხივე მატჩში, “ბარსელონამ” კარი მშრალად შეინახა.
  • “ინტერმა” ჩემპიონთა ლიგაში ბოლო ხუთი მცდელობიდან ვერცერთი მატჩი მოიგო.
  • “ბარსელონამ” ჩემპიონთა ლიგაში ბოლო 32 საშინაო შეხვედრიდან 29 მოიგო. “კამპ ნოუზე” მასპინძლებმა ბოლოს 2012 წელს, “ბაიერნთან” წააგეს (0:3).
  • 2003 წლის შემდეგ, იტალიელ მწვრთნელს “კამპ ნოუზე” არ მოუგია. მაშინ მარჩელო ლიპიმ ტურინის “იუვენტუსს” 2:1 მოაგებინა.
  • ლეო მესის ჩემპიონთა ლიგის ბოლო 17 მატჩში იტალიური კლუბების კარში გასულ 15 გოლში აქვს მონაწილეობა მიღებული, თუმცა “ინტერისთვის” არგენტინელს არასდროს გაუტანია.

                                                                    “ვალენსია”-“აიაქსი” 

H ჯგუფის ორი ლიდერი მეორე ტურში ერთმანეთს დაუპირისპირდება. წინა სეზონის ერთ-ერთმა გამორჩეულმა გუნდმა ამსტერდამის “აიაქსმა” მიმდინარე გათამაშება დამაჯერებელი გამარჯვებით – 3:0 დაიწყო. ჰოლანდიელებმა უქულოდ ლილი გაუშვეს. რაც შეეხებათ მთავარ მწვრთნელ გამოცვლილ “ღამურებს” მათ სტუმრად “ჩელსის” მინიმალური სხვაობით აჯობეს – 1:0.

თუ გუნდების ლაზარეთს შევადარებთ, ჰოლანდიელთა უპირატესობას ნამდვილად აღმოვაჩენთ. მაშინ როცა ერიკ ტენ ჰაგს არჩევანის სრული თავისუფლება აქვს, ალბერტ სელადესს კარლოს სოლერის, კრისტიანო პიჩინის, ხოსე გაიას და კევინ გამეიროს გამოყენება არ შეუძლია. საეჭვოა ეზეკილ გარაის განაცხადში მოხვედრაც.

ჩემპიონთა ლიგაში ამ გუნდების გზა აქამდეც გადაკვეთილა, 2002 და 2003 წელს გამართული თითო შეხვედრა ანალოგიური ანგარიშით – 1:1 დასრულდა.

  • “აიაქსს” ჩემპიონთა ლიგაში ბოლო 25-დან 23 მატჩი არ წაუგია.
  • ამ ტურნირზე ბოლო 3 შეხვედრაში ამსტერდამელებმა კარის უსაფრთხოება პირწმინდად დაიცვეს.
  • “აიაქსს” ჩემპიონთა ლიგაში ესპანური კლუბების წინააღმდეგ ბოლო 13 მატჩიდან 11 წაგებული აქვს. მაშინ, როცა “ვალენსიას” 6 შეხვედრიდან არცერთი დაუთმია (2 მოგება, 4 ფრე).
  • “აიაქსთან” გამარჯვების შემთხვევაში, “ვალენსია” ამ ტურნირზე მიჯრით მესამე შეხვედრას მოიგებს, ასეთი ხანგრძლივი სვლა “ღამურებს” 2012 წლის ნოემბრის შემდეგ არ ჰქონიათ.
  • ერიკ ტენ ჰაგს ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში უფრო მეტი ისეთი მატჩი აქვს ჩატარებული, რომელშიც მისმა გუნდმა გოლის გატანა მოახერხა, ვიდრე სხვა ყველა მწვრთნელს.

 

რა უნდა ვიცოდე აქციის შესახებ?

  • ქვიზის შევსება შეუძლიათ ID და SMS ვერიფიცირებულ მომხმარებლებს.
  • ქვიზის შევსება შესაძლებელია მხოლოდ ტურში ერთხელ.
  • ქვიზის შენახვის შემდეგ პასუხების შეცვლა არ შეიძლება.
  • თუ თამაში დაიწყო საიტზე მითითებულ დროზე ადრე, დაწყებულ თამაშზე გაცემული პასუხების ანულირდება.
  • თუ თამაში დაიწყო საიტზე მითითებულ დროზე გვიან, ქვიზის პასუხები თამაშის ჩატარებამდე მაინც აქტიური დარჩება.
  • ჯეკპოტის სასტარტო თანხა არის 25 000₾.
  • ყოველ ტურში ჯეკპოტი გაიზრდება 25 000 ლარით (მაქს. 100 000₾), მანამ, სანამ არ გამოვლინდება გამარჯვებული.
  • ჯეკპოტის საპრიზო ფონდის პარალელურად ყოველ ტურში დამატებით გათამაშდება 25,000₾ Freebet Jackpot.
  • ფრიბეთ ჯეკპოტის თანხა თანაბრად განაწილდება ყველა იმ მომხმარებელზე, რომლებიც ქვიზის 3 შესაძლო ვარიანტიდან სწორად დააფიქსირებენ 2 პასუხს.
  • ფრიბეთ ჯეკპოტის ფონდიდან თითოეულ მომხმარებელს შეუძლია მაქსიმუმ 500₾ ფრიბეთის მიღება.
  • საკუთარ კარში გატანილი გოლი ჩაითვლება ავტოგოლად და არა გოლის ავტორის ანგარიშზე.
  • თუ ქვიზს ერთდროულად რამდენიმე მომხმარებელი გამოიცნობს, მიმდინარე ჯეკპოტის საპრიზო თანხა თანაბრად გაიყოფა გამარჯვებულებზე და მომდევნო ტურის ჯეკპოტი კვლავ 25 000₾ გახდება.
  • აქცია ძალაშია 2019/2020 სეზონის დასრულებამდე.

რომელი ბილეთები მონაწილეობს აქციაში?

  • მინ. გადაბმა ბილეთში 3
  • მინ. კოეფიციენტი პოზიციაზე 1.30
  • მინ. ფსონი 5₾
  • სინგლის და სისტემის ტიპის ბილეთები აქციაში არ მონაწილეობს
  • ფრიბეთით განთავსებული ბილეთები აქციაში არ მონაწილეობს
  • ბილეთში შესაძლებელია ნებისმიერი რაოდენობის პოზიციის არჩევა – მთავარი მინიმუმ 3 მათგანს ჰქონდეს მინ. კოეფიციენტი 1.3. დანარჩენი პოზიციების კოეფიციენტები შეზღუდული არ არის.

(62)

მხოლოდ betlive.com-ზე – მოიგე ჯეკპოტი სპორტში!

სტატიის ავტორი
-