Belive

მხოლოდ წყალი და არა კოკა-კოლა | რონალდუს დიეტის ძირითადი ინგრედიენტი!

2 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ
ასაკის მატების მიუხედავად, პორტუგალიელი სუპერვარსკვლავი ბრწყინვალე ფიზიკურ ფორმაში იმყოფება. კრიშტიანუ რონალდუ საერთაშორისო მედიის ყურადღების ცენტრში კოკა-კოლას ბოთლთან დაკავშირებით მომხდარი ინციდენტის შემდეგ კიდევ ერთხელ მოექცა. შეიძლება ითქვას, რომ რონალდუმ ახალ ტრენდს ჩაუყარა საფუძველი. ფანების უმრავლესობას აინტერესებს გაიგოს, რა დგას რონალდუს ფიტნეს საიდუმლოს უკან და როგორ ინარჩუნებს იგი ბრწყინვალე ფიზიკურ ფორმებს. კრიშტიანუ რონალდუს თანაგუნდელმა - დაუდა პიტერსმა, რომლის დებიუტიც "კალიარის" წინააღმდეგ გამართულ შეხვედრაში შედგა, "იუვენტუსის" ვარსკვლავის კვების რაციონის შესახებ საინტერესო კომენტარი გააკეთა.
"ის ყოველთვის ერთი და იგივეს მიირთმევს. ბროკოლი, ქათამი, ბრინჯი..." "კრიშტიანუ სოდიან გამაგრილებელ სასმელს არ სვამს. გაზიანი სასმელები მის რაციონში არაა. ლიტრობით წყალი და არავითარი კოკა-კოლა. კრიშტიანუს სურს გაიმარჯვოს ყველგან და ყოველთვის. რონალდუ ახალგაზრდა ფეხბურთელების ინსპირაციის წყაროა და მათ განვითარებაში ეხმარება." "ის არ ასრულებს პრესის ვარჯიშებს, მხოლოდ იმიტომ რომ სჭირდება - რონალდუ საკუთარ სხეულს არიქვამს როგორც ინსტრუმენტს. რონალდუ საატობით სარკის წინ არ დგას და საკუთარი სხეულით არ ტკბება. ნებისმიერ შემთხვევაში, სურვილიც რომ ჰქონდეს მას ამისათვის დრო არ აქვს. როდესაც ფიტნეს ცენტრშია თავდაუზოგავად ვარჯიშობს. რონალდუ საკუთარი საქმის იდეალურად საკეთებლად ცხოვრობს. ის ძალიან სასიამოვნო ადამიანია, რომელიც ფეხბურთს პროფესიონალურად უდგება", - აღნიშნა პიტერსმა.

სხვა სტატიები