Belive

მკვლელობის მუქარა - მეისონ გრინვუდს ბრალი დაუმძიმდა

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
"მანჩესტერ იუნაიტედის" თავდამსხმელის, მეისონ გრინვუდის საქმე დამძიმდა. "წითელი ეშმაკების" 20 წლის შემტევს ბრალი არა მხოლოდ მეგობარი გოგონას მიმართ ფიზიკურ და სექსუალურ ძალადობაში, არამედ მკვლელობის მუქარაშიც ედება. https://old.belive.ge/fexburti/the-athletic-meison-grinvudi-dapatimrebulia-phekhburtheli-gaupatiurebashia-braldebuli/ ინგლისელი ფეხბურთელი 30 იანვარს ქალის მიმართ გაუპატიურებისა და ფიზიკური ძალადობის ბრალდებით დააკავეს. მოგვიანებით, მაჩესტერის პოლიციამ გაავრცელა განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ ფეხბურთელს ბრალი დაუმძიმდა.
"ბრალდებული 30 იანვარს, კვირას, შუადღისას დააკავეს, მას შემდეგ რაც ჩვენთვის სოციალურ მედიაში გავრცელებული ფოტო და ვიდეო მასალა გახდა ცნობილი, რომელიც ქალის მიმართ ფიზიკური ძალადობის შემთხვევას ადასტურებდა. ამოძიებისთვის შეკითხვებზე პასუხის გაცემას იგი 2 თებერვალს გააგრძელებს. ამ დროისთვის ჩატარებული სამძებრო მოქმედებების შედეგად, მას ბრალი სექსუალური ძალადობისა და მკვლელობის მუქარაში ედება", - აცხადებს მანჩესტერის პოლიცია.
No description available.
რაც შეეხება კლუბის პოზიციას, პრემიერ ლიგის გრანდი ადასტურებს, რომ გრინვუდი მათთან ერთად ვარჯიშს და თამაშს შემდეგი ცნობის მიღებამდე ვერ შეძლებს. ამავე დროს, "მანჩესტერ იუნაიტედი" ნებისმიერი სახის ძალადობას გმობს და შემდეგ გადაწყვეტილებას ახალი ცნობის მიღების შემდეგ გაავრცელებს. ასევე სპორტული ატრიბუტიკისა და სამოსის მწარმოებელმა ამერიკულმა კომპანია Nike-მა ინგლისელ ფეხბურთელთან თანამშრომლობა გაწყვიტა.

სხვა სტატიები