Belive

"მლს"-ის პრეზიდენტი : "იბრაჰიმოვიჩი ახლოს არის მილანში დაბრუნებასთან"

4 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ
"მლს"-ის პრეზიდენტი დონ გრაბერი აცხადებს , რომ იტალიური "მილანი" მზად არის შეიძინოს შვედი ლეგენდარული თავდამსხმელი ზლატან იბრაჰიმოვიჩი. "ESPN FC"- სთან საუბარში გრაბერი ამბობს , რომ შვედი ფეხბურთელი ძალიან საინტერესო ადამიანი არის. "ზლატანით ყველა აღფრთოვანებული ვართ. ყოველთვის საჭიროა ლიგაში იყვნენ ისეთი ფეხბურთელები, როგორებიც არიან იბრაჰიმოვიჩი , ბექჰემი და ა.შ. " "ის ახლა 38 წლის გახლავთ და მისით დაინტერესებულია ისეთი დიდებული კლუბი , როგორიც "მილანია" "იბრაჰიმოვიჩმა ორ წელიწადში დაამყარა თითქმის ყველა რეკორდი , რაც გატანილ გოლებთან არის კავშირში. ვიმედოვნებ შვედი დარჩება , მაგრამ ეს დამოკიდებულია თვითონ "გელექსიზე" . მისი აქ ყოფნის პერიოდში პირადად მე ძალიან ბედნიერი გახლდით და მიყვარს ყველა ის მოგონება რაც ზლატანთან მაკავშირებს" იტალიურ გრანდს სურს , რომ გუნდში ჰყავდეს გამოცდილი მოთამაშეები. "როსონერის" ბოსები თვლიან , რომ შვედს ამ ასაკშიც შეუძლია გუნდისთვის წარმატების მოტანა. მიმდინარე სეზონში "მილანს" არცთუ ისე სახარაბიელო შედეგი აქვს. 11 შეხვედრაში მხოლოდ 13 ქულა. სტეფანო პიოლის გუნდმა 11 ჩატარებულ შეხვედრაში მხოლოდ ოთხჯერ მოახერხა გამარჯვების მოპოვება , ექვსი მარცხი იწვნია და ერთხელ ფრეს დაჯერდა. თუმცა აღსანიშნავია ისიც , რომ პიოლი მხოლოდ ოთხჯერ გაუძღვა გუნდს. იტალიელმა 9 ოქტომბერს მარკო ჯამპაოლო ჩაანაცვლა მთავარი მწვრთნელის პოსტზე.

სხვა სტატიები