Belive

მოდრიჩი - ინტერი გამოირიცხა?

5 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
Marca-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ლუკა მოდრიჩი "რეალთან" კონტრაქტს გაახანგძლივებს. 33 წლის ნახევარმცველს "სამეფო კლუბთან" კონტრაქტი ამჟამად 2020 წლის ივნისამდე აკავშირებს. ესპანური პრესისთვის ჯერჯერობით უცნობია, თუ კიდევ რამდენი წლით ითამაშებს მოდრიჩი "რეალში". მოგეხსენებათ, რომ ხორვატ ფეხბურთელს "ინტერთან" დიდი ხნის განმავლობაში აკავშირებდნენ. აქედან გამომდინარე, ლუკას ტრანსფერის შანსები მილანურ კლუბში უფრო და უფრო იკლებს. მიმდინარე სეზონში მოდრიჩმა "რეალის" მაისური 33-ჯერ მოირგო. მის ანგარიშზე 3 გოლი და 6 ასისტია.  

სხვა სტატიები