Belive

მოდრიჩი: "კლასიკოს კარგი განწყობით ვხვდებით" 

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ჩემპიონთა ლიგაში, "ბრიუგესთან" სტუმრად (1:3) გამარჯვების შემდეგ, მადრიდის "რეალის" ნახევარმცველმა ლუკა მოდრიჩმა "სამეფო კლუბის" რთული კალენდრის შესახებ ისაუბრა. "რთული კვირა კარგად დავიწყეთ. "ვალენსიას", "ბილბაოსა" და "ბარსელონას" წინააღმდეგ ჩასატარებელი შეხვედრების წინ, გამარჯვება სასიამოვნოა. მნიშვნელოვანია, რომ ამ მატჩებს ჩემპიონთა ლიგაში მოგებით ვუახლოვდებით",-თქვა 2018 წლის მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელმა. A ჯგუფი "ბლანკოსებმა" 6 ტურში დაგროვილი 11 ქულითა და მეორე ადგილით დაასრულეს. პირველადგილოსანმა "პსჟ-მ" თავი 16 ქულას მოუყარა და არცერთ მატჩში დამარცხებულა. მადრიდელებს ელ კლასიკო 18 დეკემბერს, "კამპ ნოუზე" ელით.

სხვა სტატიები