Belive

მოდრიჩი რეალის პირველობის დასაბრუნებლად მზადაა

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ოქროს ბურთის მფლობელი ლუკა მოდრიჩი საკუთარ მზაობას აცხადებს მადრიდის "რეალის" პირველობის დასაბრუნებლად. "მადრიდის "რეალში" ჩვენ გვაქვს გამოწვევა, რომ ძველი დიდება დავიბრუნოთ, აღვიდგინოთ ის მეთოდები და მიდგომები, რომლითაც ჩვენ მიჯრით ვხდებოდით საუკეთესო", - განაცხადა მოდრიჩმა. მოდრიჩი ანალოგიური მიდგომით განეწყო ეროვნული ნაკრების მიმართაც. ხორვატი ფეხბურთელი საკუთარ წარმატებასაც შეეხო, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ ის წარმატებული გასული სეზონის შემდეგ ოქროს ბურთის მფლობელი გახდა. "მინდა ჩემს ყველა თანაგუნდელს მადლობა გადავუხადო, მათ გარეშე ამ წარმატებას ნამდვილად ვერ მივაღწევდი", - აცხადებს ლუკა მოდრიჩი.  

სხვა სტატიები