Belive

მოძველებული მეთოდები: ფეხბურთელები და უფროსები ჟოზეს ემდურებიან 

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ინგლისურ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ "ტოტენჰემის" ხელმძღვანელობა ჟოზე მოურინიოს არ ემადლიერება. ანალოგიური განწყობა აქვს ლონდონური გუნდის ფეხბურთელთა ნაწილს. რაც შეეხება მიზეზს, საქმე იმაში მდგომარეობს, რომ "დეზები" მიჯრით ოთხი მატჩის მოგებას ვერ ახერხებენ, წვრთნის სტილი კი მოძველებული და პრიმიტიულია, რაც სავსებით განსხვავდება გუნდის წინა მესაჭის მაურისიო პოჩეტინოს მეთოდებისგან. 23 ტურის შემდეგ, "ტოტენჰემს" პრემიერლიგის სატურნირო ცხრილში 31 ქულით მერვე ადგილი უკავია.

სხვა სტატიები