Belive

"მოგესალმებით" - გრენობლმა კოხრეიძის ტრანსფერი დაადასტურა

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

გიორგი კოხრეიძე კარიერას "გრენობლში" გააგრძელეს. ტრანსფერი ფრანგულმა კლუბმა ცოტა ხნის წინ ოფიციალურად დაადასტურა. როგორც ცნობილია, "საბურთალოს" ახლა უკვე ყოფილმა ფეხბურთელმა ახალ გუნდთან 3 წლიანი კონტრაქტი გააფორმა. კოხრეიძე სწორედ "საბურთალოს" აღზრდილია. თბილისელთა რიგებში ახალგაზრდა შემტევმა 141 მატჩი ჩაატარა, გაიტანა 31 ბურთი და გააკეთა 20 საგოლე გადაცემა.

"ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ვითამაშებ საფრანგეთსა და "გრენობლში" საკუთარი პროგრესის გასაგრძელებლად. ვნახე, რომ გუნდს ბრწყინვალე სეზონი ჰქონდა და ითამაშა ლიგა 1-ში გადასასვლელი პლეი-ოფები. ასევე ვნახე გულშემატკივრის ვიდეოები და ისინი ძალიან აქტიურები არიან. რამდენიმე მათგანი სოციალურ ქსელებშიც დამეკონტაქტა. ახლა ჩემთვის პრიორიტეტია, რომ ვისწავლო საკმარისი ფრანგული რაც შეიძლება სწრაფად, რათა საკუთარი თავის ინტეგრირება მოვახდინო. განსაკუთრებით იმისთვის, რომ შევუერთდე სტაფსა და თანაგუნდელებს, მოვემზადო შემდეგი სეზონისთვის," - ამბობს კოხრეიძე "გრენობლის" ოფიციალურ გვერდთან.
View this post on Instagram

A post shared by Grenoble Foot 38 (@grenoblefoot38)

სხვა სტატიები