Belive

"მოგესალმებით ფერმერთა ლიგაში" - ვილიარეალის სახალისო პოსტი

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

UEFA-ს ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალური ეტაპის საპასუხო შეხვედრაში, "ბაიერნი" "ვილიარეალს" დაუპირისპირდა. მიუნხენში, "ალიანს არენაზე" გამართული მატჩი მოულოდნელი შედეგით დასრულდა. "რეკორდმაისტერმა" "ვილიარეალის" დამარცხება ვერ შეძლო და მატჩი ფრედ 1:1 დასრულდა. ორი შეხვედრის ჯამში, "ვილიარეალმა" მეტოქე 2:1 დაამარცხა და ევროპის უპრესტიჟულესი საკლუბო ტურნირის ნახევარფინალის საგზური მოიპოვა. ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალის საგზური მოიპოვა მადრიდის "რეალმაც" - "სანტიაგო ბერნაბეუზე" გამართულ თრილერში, კარიმ ბენზემამ დამატებით დროში შეძლო გოლის გატანა. "ვილიარეალისა" და "რეალის" წარმატების შემდეგ, ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში 2 ესპანური კლუბი იასპარეზებს, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ "ატლეტიკო" "მანჩესტერ სიტის" ბარიერის დაძლევას შეძლებს, დუეტს "როხიბლანკოც" შეუერთდება. უკანასკნელ წლებში, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ლა ლიგა კრიშტიანუ რონალდუმ და ლეო მესიმ დატოვეს, ესპანურ ფეხბურთს უამრავი კრიტიკოსი გამოუჩნდა. სოციალური ქსელების მომხმარებლები ესპანეთის ლა ლიგას ფერმერთა ლიგად მოიხსენიებენ და ხშირად აქილიკებენ. "ბაიერნთან" მოპოვებული გამარჯვების შემდეგ, "ვილიარეალის" სოციალური მედიის მენეჯერმა სახალისო პოსტი გამოაქვეყნა. "ვილიარეალის" Twitter-ის ოფიციალურ ვებგვერდზე პოსტი განთავსდა სახელწოდებით: "მოგესალმებით UEFA-ს ფერმერთა ლიგაში".

სხვა სტატიები