Belive

"მოგკლავ" - ბონუჩი ინტერის წარმომადგენელს დაუპირისპირდა და ჯარიმაც მიიიღო

2 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ

იტალიის სუპერთასის მატჩის დროს, ტურინის "იუვენტუსის" ცენტრალურ მცველ ლეონარდო ბონუჩისა და მილანის "ინტერის" წარმომადგენელ კრიშტიანო მოცილოს შორის კონფლიქტი მოხდა, რომლის დეტალებს იტალიური მედია ავრცელებს. დამატებული დროის მიმდინარეობისას, ბონუჩი მოედნის კიდესთან იდგა და პენალტების სერიის გამო მოედნიდან გასვლას და 11-მეტყრიანის უკეთ შემსრულებელი ფეხბურთელისთვის ადგილის დათმობას აპირებდა, მაგრამ ამ დროს ალექსის სანჩესმა გამარჯვების გოლი გაიტანა და "ნერაძურის" სტაფი გოლის აღსანიშნად მოედანზე შეიჭრა. შედეგად, ბონუჩი გახარებულ მეტოქეს გადაეღობა, რა დროსაც, რა თქმა უნდა, სიმშვიდის შენარჩუნება გაუჭირდა. ინციდენტის თვითმხილველებმა პროკურატურაში განაცხადეს, რომ მოვლენები შემდეგნაირად განვითარდა. ბონუჩი მოცილოსთან პირისპირ აღმოჩნდა და დაიყვირა: "რა ჯანდაბაა... სახეში დამცინი? მოგკლავ!" შემდეგ მან ამ სიტყვებს კრიშტიანოს კისერში რამდენიმე დარტყმა მიაყოლა.

Calcio e Finanza-ს ცნობით, "ბიანკონერის" გამოცდილ მცველს სპორტულმა სასამართლომ არანორმატიული ლექსიკის და საბრძოლო ხელოვნების გამოყენების გამო, 10 ათასი ევროს ოდენობის ჯარიმა დააკისრა. ამავე დროს, ჯარიმა "ინტერსაც" დაეკისრა, ოღონდ იმ მიზეზით, რომ მოედანზე შეჭრილ პირებს შორის ისეთი ადამიანებიც მოხვდნენ, რომლებიც ოფიციალურ სიაში არ იყვნენ. სუპერ თასის მატჩი "ინტერის" გამარჯვებით - 2:1 დასრულდა - ეს მილანური კლუბისთვის რიგით მეექვსე სუპერ კოპა აღმოჩნდა, რა მაჩვენებლითაც "ლაციოს" გადაასწორ და ისტორიაში მესამე ადგილზე გადავიდა. 34 წლის ცენტრალურ მცველს მიმდინარე სეზონში, ბებერი ქალბატონის მაისურით ყველა ტურნირზე 21 შეხვედრაში აქვს მონაწილეობა მიღებული და 3 გოლი გატანილი.

სხვა სტატიები