Belive

მოჰამედ სალაჰის ღირსეული საქციელი

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
მერსისაიდული გრანდის ეგვიპტელმა ვარსკვლავმა, ღირსეული საქციელით კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი მის კეთილშობილებას. ეგვიპტეში მომხდარი ტერორისტული თავდასხმის შედეგად, 20 ადამიანი დაიღუპა და 47 დაშავდა. კაიროში, სიმსივნის კვლევის ეროვნულ ინსტიტუტთან მომხდარი აფეთქების შედეგად - ინსტიტუტის შენობა და ინფრასტრუქტურა მნიშვნელოვნად დაზიანდა. გავრცელებული ინფორმაციით, დაზიანებული ინსტიტუტის აღსადგენად, მოჰამედ სალაჰმა 3 მილიონი დოლარი გადარიცხა. აღსანიშნავია, რომ ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც სალაჰი ქველმოქმედებაში ხარჯავს ფულს. 27 წლის სალაჰი მამამისთან ერთად, ეგვიპტეში, მის მშობლიურ სოფელში მცხოვრებ გაჭირვებულებს აქტიურად ეხმარება.  

სხვა სტატიები