Belive

მოჰამედ სალაჰმა შესაძლოა ოლიმპიადაზე იასპარეზოს

3 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ

მომდევნო სეზონის დასაწყისში, "ლივერპული" შეისაძლოა" გუნდის ერთ-ერთი ლიდერის, მო სალაჰის გარეშე დარჩეს. ინფორმაცია მას შემდეგ გაჟღერდა, რაც დაადასტურა, რომ "ფარაონი" ეგვიპტის ნაკრების ტოკიოს ოლიმპიადის წინასწარ შემადგენლობაში იყო. კვირას, ეგვიპტის 23-წლამდელთა მწვრთნელმა შოკი გარიბმა თქვა, რომ სალაჰი, ქვეყნის თილისმა, სავარაუდოდ, უფროსი ასაკის სამი ფეხბურთელიდან ერთ-ერთი იქნება. ახალგაზრდებს ასევე 32 წლის მეკარე, მოჰამედ ელ-შენავი დაეხმარება, რომელიც მშობლიური "ელ აჰლის" ღირსებას იცავს. "სალაჰი ამჟამად ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშეა მსოფლიოში და ნორმალურია მისი გამოძახება ეგვიპტის ოლიმპიური გუნდის შემადგენლობაში. ოფიციალურ მოლაპარაკებებს "ლივერპულთან" მარტის სანაკრებო პაუზის შემდეგ შევძლებ", - აღნიშნა ეგვიპტის 23-წლამდე გუნდის თავკაცმა.  

გადადებული ოლიმპიადა 23 ივლისიდან 8 აგტვისტომდე ჩატარდება, რაც ნიშნავს, რომ სალაჰი მერსისაიდულ კლუბს წინასასეზონო მოსამზადებელი პერიოდის ფარგლებში და ასევე შემდეგი სეზონის საწყის შეხვედრებში დაეხმარება. შესაძლოა ისე მოხდეს, რომ იურგენ კლოპს მარჯვენას შემდეგ, მარცხენა ფლანგის შემტევიც გამოაკლდეს. 2022 წლის იანვარში აფრიკის თასი გაიმართება, სადაც სადიო მანემ სენეგალის ეროვნულ გუნდთან ერთად უნდა ითამაშოს. ინგლისის პრემიერ ლიგის მიმდინარე გათამაშებაში, 26 ტურის შედეგ, "ლივერპულს" 43 ქულა აქვს და მეექვსე პოზიციას იკავებს. "წითლები" ოთხეულში მყოფ "ვესტ ჰემს" ორით ჩამორჩებიან.

სხვა სტატიები