Belive

მოიესი: "მსოფლიო ხედავს, როგორი წარმატებით თამაშობს უკრაინელი ფეხბურთელი"

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
"ვესტ ჰემის" მთავარმა მწვრთნელმა, დევიდ მოიესმა ევროპა ლიგის მეოთხედფინალში გასვლასა და უკრაინელი ფეხბურთელის, ანდრეი იარმოლენკოს თამაშზე კომენტარი გააკეთა.
"მეორე გოლის შემდეგ უბრალოდ ხელები ჰაერში ავწიე, რადგან ძალიან ბედნიერი ვიყავი და ვამაყობდი ფეხბურთელების თამაშით. გამარჯვების გოლი ბოლო წუთებში გავიტანეთ, მაგრამ ეს დამსახურებული იყო. ჩემთვის ძალიან კარგია, რომ გამარჯვების გოლი იარმოლენკომ გაიტანა. ალბათ, მისთვის ახლა წარმოუდგენლად რთული პერიოდია. ვიმედოვნებ, რომ მსოფლიომ კიდევ ერთხელ დაინახა, თუ როგორ წარმატებას აღწევს უკრაინელი ფეხბურთელი ევროპაში - ეს ასე იქნება მთელ ევროპაში და ამ გადმოსახედიდან, იმედია ყველა გაიგებს, რომ არ ომი არ გვინდა და ის რუსეთმა უნდა შეაჩეროს," - ამბობს დევიდ მოიესი.
საპასუხო მატჩში "ვესტ ჰემმა" "სევილია" 2:0 დაამარცხა. ორი შეხვედრის ჯამში გადამწყვეტი გოლი უკრაინელმა იარმოლენკომ 112-ე წუთზე გაიტანა.  

სხვა სტატიები