Belive

მოიესის სინდრომი? ლოპეტეგი ზიდანის წნეხში იმყოფება

5 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ
მადრიდის "რეალში" მისვლის შემდეგ ხულენ ლოპეტეგს რთული მემკვიდრეობა ხვდა წილად: ზინედინ ზიდანმა გუნდს ჩემპიონთა ლიგა ზედიზედ 3-ჯერ მოაგებინა, გუნდში გამარჯვებულის მენტალიტეტი ჩამოაყალიბა, გულშემატკივრები კი გატანილ გოლებსა და ტიტულებს შეეჩვივნენ. შესაბამისად, ხულენ ლოპეტეგისგან ყველა ხარისხიანი ფეხბურთსა და რაც მთავარია, შედეგს ითხოვს. "ატლეტიკოსთან" სუპერთასის დათმობის შემდეგ, "რეალმა" ძალიან კარგი ფეხბურთის თამაში დაიწყო - სწრაფი, დინამიური, კომბინაციური ფეხბურთი, მეტი თავისუფლება მოედანზე, მეტი ფუნქციები ბეილს, მეტი სათამაშო დრო ასენსიოს და ა.შ. თუმცა კარგი პერიოდი მალევე დასრულდა და გუნდმა გასულ 4 თამაშში 1 გოლის გატანაც ვერ მოახერხა (3 წაგება, 1 ფრე). რონალდუს წასვლის შემდეგ "რეალს" სუპერვარსკვლავი არ დაუმატებია - პერესს დღეს სხვა პოლიტიკა აქვს, მან უკვე შექმნა ახალი გალაქტიკოსი და ამჟამად აქცენტი ახალგაზრდა ფეხბურთელებზე კეთდება, როგორებიც ვალეხო, ოდრიოზოლა, სებალიოსი, ასენსიო, ვინიციუსი და მარიანო არიან. გახსოვთ დევიდ მოიესი? სერ ალექს ფერგიუსონის წასვლის შემდეგ. "მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარ მწვრთნელად "ევერტონის" ყოფილი ხელმძღვანელი, შოტლანდიელი დევიდ მოიესი დანიშნეს, რომელსაც (ლოპეტეგის მსგავსად). მძიმე მემკვიდრეობა ხვდა წილად. ცხადია, რომ ლოპეტეგსა და მოიესს შორის პარალელის გავლება შეიძლება და აღსანიშნავია, რომ მოიესს "ოლდ ტრაფორდზე" 1 სეზონის დასრულებაც არ ადროვეს. ისმის კითხვა - იქნებოდა თუ არა უკეთესი ლოპეტეგისთვის, ყოფილიყო ესპანეთის ნაკრების მწვრთნელი, არ ჰქონოდა კონფლიქტი ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციასთან "რეალთან" მოლაპარაკების გამო და იქნებ ტრიუმფითაც დაესრულებინა მსოფლიო ჩემპიონატი, თუ გამხდარიყო "რეალის" მოიესი? 28 ოქტომბერს მადრიდელები "ბარსელონას" დაუპირისპირდებიან და დიდი ალბათობით, ლოპეტეგის ბედი სწორედ ამ თამაშში გადაწყდება - წარუმატებლობის შემთხვევაში მისი კარიერა ნამდვილად მოიესის გზით განვითარდება.

სხვა სტატიები