Belive

"მოიგე და შემდეგ ილაპარაკე" - ანრიმ სალაჰი გააკრიტიკა

1 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ
UEFA-ს ჩემპიონთა ლიგის 2021/22 წლის სეზონი, მადრიდის "რეალის" ტრიუმფით დასრულდა. პარიზში, "სტად დე ფრანსზე" გამართულ ფინალში, მადრიდელებმა არც ისე სანახაობრივი მატჩი შემოგვთავაზეს, თუმცა მთავარი მწვრთნელის მიერ მიცემულ დავალებას იდეალურად გაართვეს თავი და "ლივერპული" 1:0 დაამარცხეს. ევროპის უპრესტიჟულესი საკლუბო ტურნირის დასრულების შემდეგ, ტიერი ანრიმ მოჰამედ სალაჰი გააკრიტიკა, რომელიც 2018 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალში განცდილი მარცხის გამო, შურისძიებით იმუქრებოდა. პრემიერ ლიგის ლეგენდა აღნიშნავს, რომ უმჯობესი იქნებოდა, სალაჰს ჯერ ფინალი მოეგო და შურისძიებაზე შემდეგ ესაუბრა. ტიერი ანრი: "ამის შესახებ ხშირად გვისაუბრია, უმნიშვნელოვანესია ბურთის მეტოქის კარში მოთავსება. მათ (მადრიდის "რეალი") ერთი მომენტი შექმნეს და გამოიყენეს. "ლივერპულს" უამრავი მომენტი ჰქონდა, თუმცა მერსისაიდელებმა კურტუას ბარიერის გადალახვა ვერ შეძლეს. გახსოვთ, რა ვთქვი ნახევარფინალის შემდეგ? ხალხი მას სათანადო პატივს არ სცემს. ის მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო კიპერია, უკეთესი ვიდრე ედერსონი. ფინალსი ღამეს, კურტუამ ეს კიდევ ერთხელ დაამტკიცა". "ყოველთვის ვამბობ: არ ისაუბრო ფინალის წინ. დაამარცხე მადრიდის "რეალი", შემდეგ გამოდი და თქვი, რომ ეს იყო 2018 წლის ფინალში განცდილი მარცხის გამო შურისძიება. როდესაც ფინალის წინ საუბრობ, ვალდებული ხარ მოიგო".

სხვა სტატიები