Belive

მოისე კინი: "ჩემს ბურთს ვკარგავდი და მოსაპარად მღვდელთან ვიპარებოდი"

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
19 წლის მოისე კინის იტალიაში ძალიან ეიმედებათ. "იუვენტუსის" ახალაზრდა თავდამსხმელი ჯერ კიდევ 2016 წელს, სერია ა-ის ისტორიაში პირველი 2000 წელს დაბადებული მოთამაშე გახდა. მიმდინარე სეზონში მოისემ "იუვეს" მაისურით 7 გოლი გაიტანა. ტურინელთა ფორვარდმა ჟურნალისტებთან ბავშვობის წლები გაიხსენა. "ტურინთან ახლოს, პატარა ქალაქში, ასტიში გავიზარდე. ფეხბურთის სათამაშოდ ბურთი თუ მინდოდა, ერთ-ერთი მღვდლის ეკლესიაში უნდა გადავპარულიყავი. ის ძალიან კარგი ადამიანი იყო. მღვდელი ბურთებს უჯრაში ინახავდა და მათ გასაღებით არც კი კეტავდა. როდესაც ჩემს ბურთს ვკარგავდი, მღვდელთან მივრბოდი და ჩუმად ბურთს ვიპარავდი ხოლმე. ჩემი კარიერა სწორედ ასე დაიწყო. ღმერთს ყველა დღე მადლობას ვუხდი, იმიტომ, რომ ამ ყველაფერს ვაკეთებდი," - თქვა კინმა.  

სხვა სტატიები