Belive

მოისმინეთ: ევრო 2020-ის ჰიმნი

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
დიდი საფეხბურთო ტურნირი ოფიციალური ჰიმნის გარეშე წარმოუდგენელია: უეფა-ს ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა მუსიკა, რომელიც საფეხბურთო გულშემატკივრებს ასოციაციას ევრო 2020-თან გაუჩენს. სიმღერაზე, რომელსაც We Are The People ეწოდება, ჰოლანდიელმა მუსიკოსმა და პროდუსერმა, მარტინ გარიქსმა და ლეგენდარულმა U2-მ იმუშავეს.
მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი სპორტული ღოსნისძიებისთვის ოფიციალური ჰიმნის შექმნაზე ბონოსთან ერთად მუშაობა საოცარი გამოცდილება იყო. ვამაყობ იმით, რაც შევძელით და სიამოვნებით ვუზიარებ მას მთელ მსოფლიოს", - აღნიშნა მარტინ გარიქსმა.
ტექსტზე U2-მ იმუშავა, სიმღერის მთავარი ფრაზა კი შემდეგია: 'You've faith and no fear for the fight, you pull hope from defeat in the night'.

იხილეთ კლიპი

სხვა სტატიები