Belive

მოიზე კინი შესაძლოა სამშობლოში დაბრუნდეს 

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
იტალიის ნაკრების ახალგაზრდა თავდამსხმელი მოიზე კინი ზამთარში შესაძლოა სამშობლოში დაბრუნდეს. ზაფხულში, "ევერტონში" "იუვენტუსიდან" გადაბარგებული ფეხბურთელის შეძენით "მილანი" ინტერესდება, რომელიც შეტევის გაძლიერებას ცდილობს. თანაც თავად ფეხბურთელი ლივერპულულ კლუბში თავისი მდგომარეობით უკმაყოფილოა და აგენტ მინო რაიოლას ახალი ნავსაყუდელის გამოძებნას სთხოვს. "კანფეტებმა" 19 წლის ფეხბურთელი "ბიანკონერიდან" 27.5 მილიონ ევროდ შეიძინეს და მას 6-წლიანი კონტრაქტი გაუფორმეს, ამრიგად "როსონერიმ" სულ მცირე 40 მილიონი უნდა გაიღოს.

სხვა სტატიები