მოლაპარაკებები დაწყებულია: ბარსელონა დანი ოლმოს დაბრუნებას შეეცდება

Sport.es–ის ინფორმაციით, “ბარსელონა” ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრისას დანი ოლმოს შეძენას შეეცდება.

წყარო ირწმუნება, რომ კატალონიური კლუბის წარმომადგენლები უკვე დაუკავშირდნენ “ლაიფციგის” ფეხბურთელის აგენტებს.

ესპანელი ნახევარმცველის კონტრაქტი გამოსასყიდ თანხად 80 მილიონ ევროს ითვალისწინებს, მაგრამ “ბლაუგრანაში” იმედოვნებენ, რომ ფასის შემცირებას მოახერხებენ.

დანი ოლმო “ბარსელონას” აკადემიის, “ლა მასიას” აღზრდილია, რომლის 18-წლამდელთა გუნდიც 2014 წელს დატოვა და ხუთწელიწადნახევარი ზაგრების “დინამოში” გაატარა.

ესპანეთის ნაკრების ახალგაზრდა ფორვარდი, რომელმაც მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეორე ტურის შეხვედრაში, საქართველოს ეროვნულ გუნდს 94-ე წუთზე, გამარჯვების გოლი გაუტანა, მიმდინარე საკლუბო სეზონში, “ლაიფციგის” მაისურით ჩატარებულ 40 მატჩში 5 გოლითა და 11 საგოლე გადაცემით გამოირჩა.

(19)

მოლაპარაკებები დაწყებულია: ბარსელონა დანი ოლმოს დაბრუნებას შეეცდება

სტატიის ავტორი
-