Belive

მოლდოვის ჩემპიონი შერიფი ჩემპიონთა ლიგაზე ითამაშებს

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
დღეს მოლდოვურმა ფეხბურთმა ისტორიულ წარმატებას მიაღწია. ქვეყნის ჩემპიონი, ტირასპოლის "შერიფი" ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ითამაშებს. იური ვერნიდუბის გაწვრთნილი გუნდი სტუმრად "დინამო ზაგრების" წინააღმდეგ დაფიქსირებული ფრის (0:0) შემდეგ, ყველაზე პრესტიჟულ საკლუბო ტურნირზე გავიდა. "შერიფს" შინ პირველი თამაში 3:0 ჰქონდა მოგებული, ორი მატჩის ჯამში კი მოლდოველებმა ისტორიული შედეგი დააფიქსირეს. აღსანიშნავია, რომ ტირასპოლის გუნდი ჯგუფურ ეტაპზე მოხვედრისთვის UEFA-სგან 15 მილიონ ევროს მიიღებს.

სხვა სტატიები