Belive

მომავალ სეზონში პარი სენ ჟერმენის ძირითადი მეკარე კვლავ ნავასი იქნება და არა - დონარუმა

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

,,პსჟ-ში'' გადაწყვიტეს თუ ვინ იქნება გუნდის ძირითადი შემადგენლობის მეკარე მომავალ სეზონში. ძირითადში კვლავ კეილორ ნავასი ითამაშებს და არა - ჯანლუიჯი დონარუმა. ინფორმაციას Telefoot-ზე დაყრდნობით Get French Football News-ი ავრცელებს. იტალიის ნაკრების მეკარემ ,,პსჟ-ში'' სამედიცინო შემოწმება 21 ივნისს წარმატებით გაიარა. მეკარე მალე პარიზელებთან 5-წლიან ხელშეკრულებას გააფორმებს და ხელფასის სახით წელიწადში 12 მილიონ ევროს მიიღებს.



 

სხვა სტატიები