Belive

მომენტი, როდესაც მოურინიომ ზლატანის შეცვლაზე უარი განაცხადა

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
პორტუგალიელი სპეციალისტი 2009 წელს მომხდარ ინციდენტს იხსენებს და აღნიშნავს, რომ თანაგუნდელების ქმედებით უკმაყოფილო ზლატან იბრაჰიმოვიჩი შეცვლას ითხოვდა, თუმცა მის შეცვლაზე უარი განაცხადა.
"ის თანაგუნდელებზე ძალიან გაბრაზებული იყო, ჩემთან მოვიდა და ყვიროდა: ჩვენ უკვე ჩემპიონები ვართ. მე დავეხმარე გუნდს, რომ ჩემპიონის ტიტული მოგვეპოვებინა და ახლა გოლის გატანაში არ მეხმარებიან - მინდა შემცვალო". "თავი მოვაჩვენე, რომ არაფერი მესმოდა და ვკითხე, რა? სასმელი გინდა, წყალი გინდა? ზლატანს წყლის ბოთლი გადავუგდე და ვუთხარი - დალიე წყალი და მოედანზე დაბრუნდი. რამდენიმე წუთში იბრაჰიმოვიჩმა ულამაზესი გოლი გაიტანა".
გატანილი გოლის შემდეგ, ზლატანმა მოურინიოს კვლავ ანიშნა, რომ შეცვლა სურდა, თუმცა პორტუგალიელმა სპეციალისტმა მის ნაცვლად მეკარე შეცვალა.

სხვა სტატიები