Belive

მომენტი, როდესაც რეალმა სანტიაგო ბერნაბეუზე 6-წუთიანი მატჩი გამართა

1 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ

სამეფო კლუბის გულშემატკივრებს, "გალაქტიკოს" ეპოქა მრავალი მიზეზის გამო ახსოვთ, თუმცა "სანტიაგო ბერნაბეუზე" გამართული 6-წუთიანი მატჩი, ერთ-ერთი მიზეზთაგანი ნამდვილად არაა. 2005 წელს, ლა ლიგის ეგიდით გამართულ შეხვედრაში, "რეალი" "რეალ სოსიედადს" დაუპირისპირდა. მატჩის 87-ე წუთზე, ტაბლოზე საყაიმო ანგარიში (1:1) იყო დაფიქსირებული და "რეალის" ვარსკვლავები სტუმართა კარში მეორე გოლის გატანას ცდილობდნენ, თუმცა მოვლენები არც ისე სახარბიელო სცენარით განვითარდა. ანონიმური ზარის ავტორმა განაცხადა, რომ "სანტიაგო ბერნაბეუზე" ბომბი იყო დამონტაჟებული. ბასკურმა ორგანიზაცია ETA-მ პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე აიღო - ანონიმური ზარის ავტორი იტყობინებოდა, რომ ასაფეთქებელი მოწყობილბა ზუსტად 21:00 საათზე ამოქმედდებოდა - სამართალდამცავები იძულებული გახდნენ დაუყოვნებლივ შეეწყვიტათ მატჩი და სტადიონზე შეკრებილი ხალხის ევაკუაცია განეხორციელებინათ. ორივე გუნდის წევრები, ფებურთელები და გულშემატკივრები დაუყოვნებლივ გაიყვანეს სტადიონიდან. ადგილზე მობილიზებულმა სამართალდამცველებმა და გამნაღმველებმა "სანტიაგო ბერნაბეუზე" ბომბი ვერ აღმოაჩინეს, თუმცა უსაფრთხოების პროტოკოლიდან გამომდინარე მატჩი 87-ე წუთზე შეწყდა. რამდენიმე კვირის შემდეგ "რეალისა" და "რეალ სოსიედადის" მატჩი 87-ე წუთითან განახლდა. წარმოუდგენელია, მაგრამ აღნიშნულ მატჩში "რეალს" ტექნიკურად ორი მთავარი მწვრთნელი ჰყავდა, რადგან მარიანო გარსია რემონი დასაჯეს და მის ნაცვლად ვანდერლეი ლუქსემბურგო დაინიშნა. მიუხედავად იმისა, რომ სათამაშო დრო პრაქტიკულად ამოწურული იყო, "სამეფო კლუბმა" გამარჯვების მოპოვება მაინც შეძლო. "სოსიედადის" ფეხბურთელებმა საჯარიმოში რონალდო წააქციეს - დანიშნული თერთმეტმეტრიანი ზინედინ ზიდანმა ზუსტად შეასრულა და "გალაქტიკოს" უმნიშვნელოვანესი 3 ქულის მოპოვებაში დაეხმარა.

სხვა სტატიები