Belive

მომენტი, როდესაც რეკორდული სხვაობით გამარჯვება საკმარისი არაა

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
გახსოვთ, 2015 წლის წყნარი ოკეანის თამაშებზე, ვანუატუს 23-წლამდელთა გუნდისა და მიკრონეზიის დაპირისპირება? ამ მატჩის შედეგის არცოდნა ტრაგედიას არ წარმოადგენს, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ვანუატუს 23-წლამდელთა საფეხბურთო გუნდმა მეტოქე რეკორდული სხვაობით, 46:0 დაამარცხა. რეკორდული სხვაობით გამარჯვების მიუხედავად, ვანუატუმ ქვეჯგუფში მესამე ადგილი დაიკავა და პლეი-ოფში ასპარეზობის უფლება ვერ მოიპოვა. ეს ყველაფერი იმიტომ, რომ ტაჰიტისა და ფიჯის შორის გამართული მატჩი, ფრედ 0:0 დასრულდა.
111222
ქვეჯგუფში გამართულ 3 შეხვედრაში, მიკრონეზიამ გოლის გატანა ვერ შეძლო - სანაცვლოდ 114 გაუშვა და მსოფლიო ფეხბურთის ისტორიაში ანტირეკორდი დაამყარა. მოგვიანებით, მიკრონეზიის ფეხბურთის ფედერაციის განცხადებაში განაცხადეს: "ფეხბურთელების უმრავლესობა დიდ მოედანზე პირველად იყო, მათ პირველად ითამაშეს 11-11-ზე. გუნდის წევრების უმრავლესობას საკუთარი სოფელი არასდროს დაუტოვებია. 3 მატჩში გაშვებული 114 გოლის შემდეგ, ფეხბურთელებს კარში ჩადგომა სურდათ, რადგან მეკარის მიერ მოგერიებულ თითოეულ ბურთს, გულშემატკივართა მხირდან აპლოდისმენტები და ოვაციები მოჰყვებოდა".