Belive

მონაკო იუვენტუსის ორი ფეხბურთელის შეძენას გეგმავს

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
"მონაკო" სატრანსფერო ფანჯრის დასრულებამდე "იუვენტუსის" ორი ფეხბურთელით დაინტერესდა. ფრანგული კლუბი ბლეზ მატუიდისა და დანიელე რუგანის გადაბირებას შეეცდება. აღნიშნულ ინფორმაციას იტალიური გამოცემა, Gazzetta dello Sport ავრცელებს. წყაროს თქმით, მონეგასკები რუგანის ტრანსფერის წარმატებით დასრულებისთვის ყველაფერს გააკეთებენ და მზად არიან, რომ გაკეთებული შემოთავაზებით "რომას" აჯობონ. "მონაკომ", რომელმაც 2017 წელს საფრანგეთის ჩემპიონატი მოიგო და რამდენიმე სეზონის განმავლობაში ჩემპიონთა ლიგაზე ასპარეზობდა, გასულ სეზონში ლიგა 1-დან გავარდნას გადაურჩა. ლეონარდო ჟარდიმის გუნდი დაცვისა და ნახევარდაცვის გაძლიერებას სწორედ "იუვენტუსის" 2 ფეხბურთელით გეგმავს. საინტერესოა, რომ დღეს "მონაკომ" "სევილიადან" ბენ-იედერიც დაიმატა.

სხვა სტატიები