Belive

მონაკოდან გაშვებული ჟარდიმი რეალს ჩაიბარებს?

5 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
მადრიდის "რეალის" მთავარი მწვრთნელის პოსტზე, შესაძლოა ლეონარდო ჟარდიმი ვიხილოთ. "სამეფო კლუბის" მესვეურები აქტიურად განიხილავენ 44 წლის სპეციალისტის კანდიდატურას. გავრცელებული ინფორმაციით, ჟარდიმის მიმართ დაინტერესებას პირადად ფლორენტინო პერესი იჩენს. პორტუგალიელმა სპეციალისტმა "მონაკოში" გატარებული 4 წლის მანძილზე, არაერთი ტრიუმფალური გამარჯვება მოიპოვა - თუმცა მიმდინარე სეზონში მოვლენები ჟარდიმისათვის ფატალურად განვითარდა. "მონეგასკის" მიერ ნაჩვენები ნეგატიური შედეგის გამო, ჟარდიმი კლუბიდან დაითხოვეს - მის შემცვლელად კი ტიერი ანრი დაინიშნა. თავის მხრივ, "ბლანკოსის" მთავარი მწვრთნელის პოსტიდან, ანალოგიური მიზეზით ხულენ ლოპეტეგი გაათავისუფლეს.

სხვა სტატიები