Belive

მონაკომ ანტირეკორდი დაამყარა

5 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ფრანგული "მონაკო" ანტირეკორდსმენი გახდა. ტიერი ანრის მომზადებულმა გუნდმა "ლიგა 1"-ის მე-20 ტურში  საკუთარ მოედანზე "ნიცა" ვერ დაამარცხა. შეხვედრა ფრედ, 1:1 დასრულდა. ამ შედეგით "მონაკომ" საკუთარი ანტირეკორდი დაამხო. ისტორიაში პირველად, პირველი 10 საშინაო შეხვედრიდან ვერცერთი ვერ მოიგეს. ამ 10 მატჩიდან 6-ში გუნდს ტიერი ანრი წვრთნიდა. ათი მოუგებელი შეხვედრიდან "მონაკომ" 4 ფრედ ითამაშა, ხოლო 6 წააგო. გაიტანა 8 ბურთი, ხოლო გაუშვა 18. "ლიგა 1"-ში "მონაკო" ბოლოს წინა, მე-19 ადგილს იკავებს.

სხვა სტატიები