Belive

მონაკოს მთავარი მწვრთნელის ვინაობა ცნობილია?!

5 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
სეზონის ცუდი სტარტის შემდეგ, "მონაკომ" მთავარი მწვრთნელის პოსტიდან ლეონარდო ჟარდიმი გაათავისუფლა. გავრცელებული ინფორმაციით, ჟარდიმის შემცვლელად ტიერი ანრი დაინიშნება. აღნიშნულ ინფორმაციას საკუთარ წყაროზე დაყრდნობით ESPN-ი ავრცელებს. აღსანიშნავია, რომ ტიერი ანრის საფეხბურთო კარიერა სწორედ "მონაკოში" დაიწყო. 1994-99 წლებში, "მონეგასკის" რიგებში ჩატარებულ 105 შეხვედრაში, ანრიმ 20 გოლის გატანა შეძლო.

სხვა სტატიები