Belive

მონაკოს ნიკო კოვაჩი ჩაიბარებს

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
სულ ცოტა ხნის წინ "მონაკომ" რობერტო მორენო დაკავებული თანამდებობიდან გაათავისუფლა. კლუბი მორენოს მუშაობით უკმაყოფილოა. "L'Équipe-ზე" დაყრდნობით ვიგებთ, რომ ფრაგული კლუბის ხელმძღვანელობა ახალ მწვრთნელად ნიკო კოვაჩს მოიაზრებს. ხორვატ სპეციალისტს "მონაკოს" წარმომადგენლები უკვე ესაუბრნენ და "ბაიერნის" ყოფილმა მწვრთნელმა თანხმობა განაცხადა. ჯერჯერობით კონტრაქტის დეტალები უცნობია, მაგრამ ერთი რამ ნათელია, მომავალ სეზონში "მონაკოს" ახალი მწვრთნელი ეყოლება.

სხვა სტატიები