Belive

"Money, Money, Money" - ლივერპულის ფეხბურთელებს ABBA-ს ცნობილი ჰიტით დახვდნენ (ვიდეო)

2 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ

ევროპის სუპერ ლიგას მსოფლიოს მასშტაბით მილიონობით მოწინააღმდეგე გამოუჩნდა. ახალ იდეას აკრიტიკებენ გულშემატკივრები, ჟურნალისტები, ყოფილი ფეხბურთელები და საფეხბურთო საქმიანობაში ამჟამად აქტიურად ჩართული ადამიანებიც კი. ერთ-ერთი კლუბი, რომელიც ახალი პროექტის ინიციატორია და ამ იდეას თავგამოდებითაც იცავს, "ლივერპულია". მერსისაიდული კლუბის მიმართ პროტესტი მათმა ქომაგებმაც გამოხატეს, "ენფილდის" გარშემო გაკრულ დამამცირებელ ბანერებს, რომელიც მათი საყვარელი კლუბის ხელმძღვანელობის მიმართ ფულის მომატებული სიყვარულის ბრალდებას გამოხატავდა, ახლა გუნდის ავტობუსთან მოწყობილი ირონიული ჟესტიც დაემატა. მაშინ, როცა "წითლების" ფეხბურთელები თავიანთი ბაზიდან გამოდიოდნენ და ავტობუსში სხდებოდნენ, რათა პრემიერ ლიგის 32-ე ტურის შეხვედრაზე ("ლიდს იუნაიტედის" წინააღმდეგ) გამგზავრებულიყვნენ, მიმდებარე ტერიტორიაზე გულშემატკივრებმა ტრომბონზე 1980-იანი წლების შვედური მუსიკალური კოლექტივის ABBA-ს ცნობილი ჰიტი - "Money, Money, Money" შეასრულეს, რითიც "ლივერპულის" ფულის გამო პრინციპების ღალატზე კიდევ ერთხელ მიანიშნეს.

ევროპის სუპერ ლიგის შექმნას ხელი უკვე ევროპის 12-მა გრანდმა მოაწერა, რომელსაც კიდევ სამი კლუბი უნდა დაემატოს. საერთო ჯამში, ტურნირი 20 კლუბს გააერთიანებს, სადაც ხუთი ადგილი ვაკანტური იქნება და მას კლუბები შიდა ჩემპიონატებში ნაჩვენები შედეგების მიხედვით გაითამაშებენ.  

სხვა სტატიები