მონღოლეთის საფეხბურთო ჩემპიონატში უცნაური და საინტერესო ფაქტი დაფიქსირდა.
"სუმიდაგეპროსა" და "ულანბატორს" შორის გამართული მატჩი ამ უკანასკნელის გამარჯვებით - 3:2 დასრულდა. დამარცხებული გუნდის შემადგენლობაში არც მეტი არც ნაკლები, 54 წლის ფეხბურთელმა, ხანდსურენოიუნბილეგმა ითამაშა.
უხუცეს ფეხბურთელს 1996 წლის შემდეგ ფეხბურთთან შეხება არ ჰქონია, თუმცა 24-წლიანი პაუზის შემდეგ მოედანზე გავიდა და ამით ამჟამად მოქმედი ყველაზე ასაკოვანი ფეხბურთელის, "იოკოჰამას" თავდამსხმელის, კაზუიოშიმიურას რეკორდი მოხსნა.
საინტერესოა, რომ გუნდს რომელშიც 54 წლის ფეხბურთელმა ითამაშა, ჩემპიონატში 15-დან 15 წაგება აქვს, ბურთების ბალანსი კი ასეთია - 7:82.