Belive

მორატამ ატლეტიკოში სამედიცინო შემოწმება გაიარა

5 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ალვარო მორატა "ატლეტიკოში" კარიერის დასაწყებად ემზადება - ესპანელმა ფორვარდმა სამედიცინო შემოწმება წარმატებით გაიარა, რაც იმას ნიშნავს, რომ მორატა "ატლეტიკოს" უბრუნდება - შეგახსენებთ, რომ მადრიდის "რეალში" კარიერის დაწყებამდე, მორატა ბავშვობაში "ატლეტიკოში" თამაშობდა. აღსანიშნავია, რომ მორატას გუნდში მისვლით "ატლეტიკოს" გულშემატკივრები დიდ სიხარულს ნამდვილად არ გამოხატავენ - "ხეტაფეს" წინააღმდეგ ნათამაშები მატჩის დროს, გულშემატკივრებმა სტადიონზე ასეთი შინაარსის სიმღერა იმღერეს: "ნაკლები მორატა და მეტი ბორხა გარსესი." ბორხა გარსესი "ატლეტიკოს" ერთ-ერთი იმედისმომცემი ფეხბურთელია და მას "ახალ ფერნანდო ტორესს" უწოდებენ. ბორხა გარსესის დებიუტი გუნდში სექტემბერში შედგა, სადებიუტო გოლი კი მან "ეიბარის" წინააღმდეგ ნათამაშები ფრის დროს (1:1) გაიტანა.

სხვა სტატიები