Belive

მორიელის ნახტომი - 25 წლის წინ, რენე იგუიტას ბრწყინვალე მოგერიება უემბლიზე (ვიდეო)

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
რენე იგუიტა მსოფლიო ფეხბურთის ისტორიის სახასიათო პერსონაჟია. კოლუმბიელი მეკარე დასამახსოვრებელი ვარცხნილობით, დრიბლინგით, საჯარიმო და 11-მეტრიანი დარტყმების უბადლო შესრულებით და რა თქმა უნდა, საფირმო მოგერიებით. ზუსტად 25 წლის წინ, 1995 წლის 6 სექტემბერს, აი სწორედ ამ მოგერიებით გაიცნო ხუჭუჭა სამხრეთამერიკელი გოლკიპერი მსოფლიომ. მან კარიერის უდიდესი ნაწილი სამშობლოში გაატარა და ევროპაში მხოლოდ ერთი - 1993/94 წლების სეზონი დაჰყო - "რეალ ვალიადოლიდში". იგუიტამ ფართო მასას თავი 1995 წელს, "უემბლიზე" გააცნო, სადაც მსოფლიო ჩემპიონატს მიღმა დარჩენილი ინგლისის ნაკრები იმდროისთვის უძლიერეს კოლუმბიას დაუხვდა და ამხანაგურ მატჩში უგოლო ფრე ეთამაშა. 'მორიელის ნახტომს' - როგორც მას კომენტატორებმა უწოდეს, 20 000 გულშემატკივარი შეესწრო.

სხვა სტატიები