Belive

მორიენტესი: ,,ახლა რეალს მბაპეს გაფორმება არ სჭირდება''

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

ესპანეთის ეროვნული ნაკრებისა და მადრიდის ,,რეალის'' ყოფილი ფეხბურთელი, ფერნანდო მორიენტესი მიიჩნევს, რომ ,,სამეფო გუნდს'' ახლა კილიან მბაპეს ყიდვა არ სჭირდება:

,,ყოველივე იმის შემდეგ, რაც ზაფხულში მოხდა, ახლა მბაპეს ,,რეალში'' მისვლა ნორმალური არ იქნება. დღეს ,,რეალს'' კილიანის გაფორება არ სჭირდება,'' - მორიენტესის სიტყვებს Marca ციტირებს.

კილიან მბაპეს გაფორება მადრიდის ,,რეალს'' გასულ ზაფხულსაც სურდა, თუმცა ფეხბურთელმა ,,პარი სენ ჟერმენთან'' ხელშეკრულება გაახანგრძლივა. ბოლო დღეებში ჭორები თავდამსხმელის პარიზული კლუბიდან შესაძლო წასვლის შესახებ კვლავ გააქტიურდა.

მიმდინარე სეზონში მბაპეს ანგარიშზე ,,პსჟ-ის” მაისურით ჩატარებულ 13 შეხვედრაში 12 გოლია.

სხვა სტატიები