Belive

მორიგი ამხანაგური: საქართველოს ნაკრები 2021 წელს კიდევ ერთ მატჩს ჩაატარებს

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრები 2021 წელს კიდევ ერთ მატჩს ჩაატარებს. აღნიშნული ინფორმაცია საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ ოფიციალურად დაადასტურა. 15 ნოემბერს, ეროვნული საფეხბურთო გუნდი საშინაო კედლებში უზბეკეთის ნაკრებს უმასპინძლებს. შეხვედრა თბილისის დროით, 18:00 საათზე დაიწყება. იქამდე, "ჯვაროსნები" მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის დასკვნითი, მერვე ტურის შეხვედრას ბათუმში, "ბათუმი არენაზე" უმასპინძლებენ და შვედეთს დაუპირისპირდებიან. მუნდიალის შესარჩევ ჯგუფში ვილი სანიოლის გუნდს 1 ფრისა და 1 გამარჯვების მეშვეობით, 4 ქულა აქვს და ბოლოსწინა, მეოთხე პოზიციას იკავებს. ჯერჯერობით უცნობია, თუ სად გაიმართება უზბეკეთის წინააღმდეგ ამხანაგური შეხვედრა. 15 ნოემბერს, ბათუმში, საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრებმა ინგლისელ თანატოლებს ამხანაგურ შეხვედრაში უნდა უმასპინძლოს, ასე რომ, შესაძლოა მთავარი საფეხბურთო გუნდის მატჩი თბილისში გაიმართოს.  

სხვა სტატიები