Belive

მორიგი დანაკლისი - მატიპი ლივერპულს მთელი სეზონით გამოაკლდა

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
"ლივერპულს" ტრავმების მხრივ მდგომარეობა კიდევ უფრო გაურთულდა - იურგენ კლოპის გუნდს ამჯერად ჯოელ მატიპი გამოაკლდა. ოფიციალური ინფორმაციით, 29 წლის ცენტრალური მცველი მერსესაიდელებს მიმდინარე სეზონში ვეღარ დაეხმარება. მატიპმა დაზიანება "ტოტენჰემთან" მატჩში, სონთან ორთაბრძოლის დროს მიიღო. როგორც იცით, "ლივერპულს" დაცვის ხაზში ისედაც სერიოზული პრობლემა ჰქონდა - კლოპს მანამდე მთელი სეზონით გამოაკლდა ჯო გომეზი, ხოლო ვირჯილ ვან დაიკი ოქტომბრის შემდეგ ტრავმირებულია და მოედანს აპრილში დაუბრუნდება. გეტყვით, რომ მერსესაიდელებმა დაცვის ცენტრალური ხაზის დანაკლისი უკვე შეავსეს - "ლივერპულში" იჯარით ითამაშებს 20 წლის თურქი უკანახაზელი, ოზან კაბაკი - ის "შალკეს" საკუთრებაა.

სხვა სტატიები