Belive

მორიგი დასტური იმისა, თუ რატომაა ფეხბურთი მეტი ვიდრე უბრალოდ სპორტი

5 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
პრემიერლიგის მე-18 ტურის სასტარტო შეხვედრაში "ვულვზი" "ლივერპულს" დაუპირისპირდა. ვულვერჰემპტონში გამართული მატჩი მასპინძელტა მარცხით, ანგარიშით 0:2 დასრულდა. შეხვედრის დასრულების შემდეგ, მერსისაიდული გრანდის ვეტერანმა ფეხბურთელმა, ჯეიმს მილნერმა საკუთარი მაისური ორ ბავშვს უსახსოვრა. "ლივერპულის" ახალგაზრდა გულშემატკივრებმა სტიუარდს სთხოვეს, რომ მათთვის განკუთვნილი საჩუქარი გვერდით მჯდომი მოხუცისათვის გადაეცათ, რომელიც ინვალიდის ეტლს იყო მიჯაჭვული. აღსანიშნავია, რომ მატჩის სანახავად მისული მოხუცი 81-ე დაბადების დღეს აღნიშნავდა.
ორი ბავშვის მიერ ჩადენილი ემოციური საქციელი სოციალურ ქსელებში უმალ გავრცელდა. ამბავს კიდევ უფრო ემოციურად გამოეხმაურა ჯეიმს მილნერი, რომელმაც ბავშვებს საქციელი მოუწონა და სამახსოვროდ ორი მაისური გაუგზავნა.

სხვა სტატიები