Belive

მორიგი ქართველი ლა ლიგაში - გიორგი გაგუა ალავესთან ერთად ვარჯიშობს

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების თავდამსხმელმა, გიორგი გაგუამ, რომელიც ესპანეთის ლა ლიგის ბინადარი "ალავესის" ახალგაზრდულ შემადგენლობაში ირიცხება, მთავარ გუნდთან ერთად ვარჯიში დაიწყო. ინფორმაცია ესპანურმა კლუბმა სოციალურ ქსელში თავად გაავრცელა და Twitter-ში ქართველი ფეხბურთელის ფოტოც გამოაქვეყნა.

20 წლის ცენტრალური თავდამსხმელი "დინამო თბილისის" აკადემიის აღზრდილი გახლავთ, მოგვიანებით კი თბილისის "მერანის" ახლგაზრდულ აკადემიაშიც თამაშობდა. 2020 წლის 1 სექტემბრიდან გაგუა "ალავესში" ირიცხება და უმეტესად B გუნდთან ერთად ვარჯიშობს. 2021 წლის ზაფხულში, სეზონისწინა მოსამზადებელი პერიოდის ფარგლებში, გაგუამ მთავარი გუნდის შემადგენლობაში ამხანაგურ მატჩებში ითამაშა და გოლების გატანაც მოახერხა.  
 
View this post on Instagram
 

A post shared by Giorgi Gagua (@ggagu11)

სხვა სტატიები