Belive

მორიგი ქველმოქმედება: საქმეში გარი ნევილი ჩაერთო

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
მანჩესტერ იუნაიტედის ყოფილი მარჯვენა მცველი გარი ნევილი, რომელიც ამჟამად ბრიტანულ ტელევიზიაში საფეხბურთო ექსპერტად მუშაობს, კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში ჩაერთო. "ვალენსიას" ყოფილმა მწვრთნელმა Twiitter-ში დაწერა, რომ მის მფლობელობაში არსებული, მანჩესტერში მდებარე სასტუმრო დროებით საკარანტინო ზონად მოეწყობა. ნევილმა სასტუმროდან უკვე დაითხოვა პერსონალი და ოთახების სამედიცინო პალატების სტილში გადაკეთება დაუკვეთა. ნომრებში განთავსდებიან ის პაციენტები, რომელთაც COVID-19-ს შედარებით მსუბუქი ფორმა აქვთ და მათი მკურნალობა სასტუმროს პირობებში მოსახერხებელი იქნება. ცალკე მოეწყობა სამედიცინო პერსონალის სამუშაო ზონაც. ნევილმა ეს გადაწყვეტილება ქალაქის კლინიკების გადატვირთულობის გამო მიიღო. ვირუსით, რომელმაც მთელი მსოფლიო მოიცვა, უკვე 80 ათასზე მეტი ადამიანი დაინფიცირდა და 8 000-ზე მეტი დაიღუპა.

კორონავირუსის გავლენა სპორტზე - გაიგეთ მეტი

სხვა სტატიები