Belive

მორიგი სკანდალი ქართულ ფეხბურთში

5 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
FederBet.com-ი რომელიც მსოფლიოს მასშტაბით საეჭვო მატჩებს იკვლევს წერს, რომ "ნორჩი დინამოს" ახალგაზრდული გუნდის მიერ გამართული სამი შეხვედრა, საეჭვო თამაშების სიაში მოხვდა. გუნდი, იტალიაში ყოველწლიურ ტურნირზე, "ვიარეჯიოს თასზე" გამოვიდა და ჯგუფურ ეტაპზე სამიდან, სამი მატჩი დიდი ანგარიშით წააგო. "ნორჩი დინამო" "ტორინოსთან" პირველ შეხვედრაში 1:7 განადგურდა, რის შემდეგაც "ატლეტიკო პარანაენსესთან" 1:4 დამარცხდა და ადგილობრივ "ტიერისთან" 1:5 წააგო. FederBet-ი წერს, რომ "ნორჩი დინამოს" სამივე ხსენებულ მატჩზე სხვადასხვა ევროპულ ტოტალიზატორში ჰანდიკაპით მარცხზე დიდი ფსონები შევიდა რის გამოც გუნდის გამოსვლას ეჭვქვეშ აყენებენ.

სხვა სტატიები