Belive

მორიგი ტრავმა - საქართველოს ნაკრებს ნახევარმცველი გამოაკლდა

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
საქართველოს ნაკრებმა ტალინში გამგზავრებამდე ბოლო ვარჯიში ჩაატარა. სამწუხაროდ, ვლადიმირ ვაისის გუნდს ესტონეთთან მატჩამდე მორიგი ფეხბურთელი გამოაკლდა. საწვრთნელ პროცესებში მცირე დაზიანება მიიღო ვაკო გვილიამ. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ოფიციალური საიტის თანახმად, 26 წლის ნახევარმცველი ესტონეთთან ვერ ითამაშებს და თბილისში დარჩება. სასიხარულოა, რომ გვილიას ტრავმა სერიოზული არ არის. დიდი ალბათობით, ის 8 ოქტომბერს ჩრდილოეთ მაკედონიასთან სათამაშოდ მზად იქნება.

სხვა სტატიები