Belive

მოსკოვის დინამოს მწვრთნელი: "ლოკომოტივმა ახალგაზრდული გამბედაობით გვაჯობა"

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ევროპის ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩში თბილისის "ლოკომოტივთან" მარცხის (1:2) შემდეგ, მოსკოვის "დინამოს" მთავარმა მთავარმა მწვრთნელმა კირილ ნოვიკოვმა მატჩი შეაფასა.
"იმ აზრს ვერ დავეთანმხები, რომ "ლოკომოტივი" სათანადოდ ვერ დავაფასეთ. ჩვენი მეტოქე ახალგაზრდული და ძლიერი გუნდია, რომელმაც დამაჯერებლად და ზუსტად ითამაშა. თამაშის მსვლელობას ვაკონტროლებდით. უპირატესობა ნამდვილად გვქონდა. შევქმენით მომენტები, რომლის რეალიზებაც ვერ მოვახერხეთ. სამაგიეროდ, ჩვენმა მეტოქემ საკუთარი შანსები იდეალურად გამოიყენა. მათ ეს უმეტესად ახალგაზრდული გამბედაობისა და ერთგვარი თავხედობის დამსახურებით მოახერხეს. ვერ გეტყვით იმას, თუ რა მოხდა მატჩის შემდეგ გასახდელში, რაც იქ ხდება, იქვე რჩება. ქართულ კლუბს ამ გამარჯვებას ვულოცავ და წარმატებას ვუსვურვებ", - თქვა ნოვიკოვმა.
ევროპის ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩში "ლოკომოტივი" ესპანურ "გრანადას" დაუპირისპირდება.

სხვა სტატიები