Belive

მოულოდნელი სტატისტიკა - ბარსელონა კადისს 2006 წლიდან ვერ ამარცხებს

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ლა ლიგის 32-ე ტურში სენსაციური შედეგი დაფიქსირდა - "ბარსელონა" შინ "კადისთან" 0:1 დამარცხდა. გარდა აღნიშნული ფაქტისა, კიდევ უფრო მოულოდნელი ის არის, რომ კატალონიელებისთვის გუშინდელი მეტოქე საკმაოდ უხერხული გახდა. "ბარსელონამ" ბოლოს "კადისს" 2006 წელს მოუგო. ამის შემდეგ, გუნდები ერთმანეთს 4-ჯერ დაუპირისპირდნენ, საიდანაც 2 ფრედ დასრულდა, ხოლო 2-ჯერ გამარჯვება "კადისს" დარჩა. აღნიშნული გამარჯვებით "კადისმა" გასავარდ ზონას თავი დააღწია. რაც შეეხება "ბარსელონას", 60 ქულით "ბლაუგრანა" მეორეა.

სხვა სტატიები