Belive

მოულოდნელი ტრანსფერი - ოქრიაშვილის ახალი გუნდი ცნობილია

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

თორნიკე ოქრიაშვილი კარიერას კვიპროსულ "აპოელ"-ში გააგრძელებს. აღნიშნულ ინფორმაციას კლუბის ოფიციალური გვერდი ავრცელებს. როგორც ცნობილია, ქართველმა ფეხბურთელმა კლუბთან 3 წლიანი კონტრაქტი გააფორმა. თორნიკე "აპოელ"-ს თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდება. შეგახსენებთ, რომ "აპოელ"-ში "ანორთოსისიდან" კიდევ ერთი ქართველი - გიორგი ქვილითაია გადავიდა. ოქრიაშვილის მსგავსად, 27 წლის ფორვარდმაც ყველაზე ტიტულოვან კვიპროსულ გუნდთან 3 წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი. “აპოელს” გასული სეზონი წარუმატებელი გამოუვიდა - გუნდმა ჩემპიონატში მერვე პოზიცია დაიკავა და ევროტურნირებს მიღმა დარჩა.

View this post on Instagram

A post shared by APOEL FC (@apoelfcofficial)

სხვა სტატიები