Belive

მოულოდნელი ტრანსფერი - ფეკირი ლა ლიგაში ოფიციალურად გადავიდა

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
რამდენიმე საათის წინ "რეალ ბეტისმა" საკმაოდ მოულოდნელი ტრანსფერი დაადასტურა - ნაბილ ფეკირი ანდალუსიელთა შემადგენლობაში ითამაშებს. ცნობილია, რომ ფრანგმა ფეხბურთელმა ლა ლიგის კლუბთან კონტრაქტი 2023 წლამდე გააფორმა. "ლიონმა" 26 წლის შემტევის სანაცვლოდ 20 მილიონი ევრო მიიღო. აღნიშნულ თანხას ბონუსებიც დაემატება. ფეკირის ტრანსფერი "ბეტისში" ნამდვილად მოულოდნელია, რადგან საფრანგეთის ნაკრების ფეხბურთელის შეძენა "ლივერპულს", "არსენალსა" და სხვა უფრო ძლიერ გუნდებს სურდათ. ნაბილ ფეკირმა "ლიონის" მაისურით 193 მატჩი ჩაატარა და 69 გოლის გატანა მოახერხა.

სხვა სტატიები