Belive

მოურინიმ ჩემპიონთა ლიგაზე სასურველი წყვილები დაასახელა

5 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
დღეს ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალური ეტაპის კენჭისყრა გაიმართება. აღნიშნულ ეტაპზე 4 ინგლისური გუნდი გავიდა - "სიტი", "იუნაიტედი", "ლივერპული" და "ტოტენჰემი". პორტუგალიელმა სპეციალისტმა, ჟოზე მოურინიომ ერთ-ერთ რუსულ არხთან თავისი სასურველი წყვილები დაასახელა. "მინდა, რომ ინგლისური გუნდები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ, ყველანაირი უპირატესობის გარეშე. უმჯობესი იქნება თუ მეოთხედფინალში ორ პრემიერლიგურ წყვილს მივიღებთ, რადგან ამით 1/2 ფინალში ორი ინგლისური გუნდი გავა. ვფიქრობ, რომ თუ კენჭისყრა "სიტის" "იუნაიტედთან", ხოლო "ტოტენჰემს" "ლივერპულთან" შეახვედრებს, ძალიან მაგარ მატჩებს ვიხილავთ," - თქვა მოურინიომ.  

სხვა სტატიები